ბარბარიზმი (ბერძნ. barbaros — უცხო), ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით. მაგ., ქართულში „არ მაწყობს“ (შდრ. რუს. меня не устраивает), „თავისთან არის“ (он у себя), „ძირითადში“ (в основном), „ჯერჯერობით!“ (пока!). ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც არღვევს მოცემული ენის სალიტერატურო ნორმას. ბარბარიზმად ითვლება აგრეთვე საჭიროების გარეშე გამოყენებული უცხო სიტყვა.

მხატვრულ ლიტერატურაში ბარბარიზმს მიმართავენ პერსონაჟის დასახასიათებლად, სოციალური გარემოს დასახატავად. სხვა ხალხთა ყოფის რეალიების, ადგილობრივი კოლორიტის გადმოსაცემად. ბარბარიზმების ხაზგასმული სიჭარბით ხმარებას „მაკარონული მეტყველება“ ეწოდება. «ქართული ღვინო! ეტო გლუპოსტ! რა ღვინოა, ჰსწორეთ კლუკვენი კვასია! კლუკვას რა ჰქვიან? ძა… ძახველი» (გ. ერისთავი).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება