კონდორი (მონეტა)

ტერმინს „კონდორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კონდორი.

კონდორი (ესპ. condor) — ოქროსა და ვერცხლის მონეტა, რომელიც ოქროს სტანდარტის შეცვლამდე (XX საუკუნის 30-იან წწ.) სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი) მიმოქცევაში იყო.

პირველად კონდორი გამოუშვეს ჩილეში 1851 წელს. 1925 კანონით ჩილეს ორმაგი კონდორი მონეტაა, რომელიც 3,661137 გ ხალას ოქროს შეიცავს.