კოლორადოსის არქიპელაგი

კოლორადოსის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de los Colorados) — კუნძულთა ჯგუფი კუბის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. განვითარებულია თევზჭერა და ტურიზმი. იჭერენ კიბოსნაირებს, ღრუბლებს, ხამანწკებსა და თინუსს.[1] კოლორადოსის არქიპელაგი ვრცელდება პინარ-დელ-რიოს პროვინციის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, მექსიკის ყურის სიახლოვეს.

კოლორადოსის არქიპელაგი — კუბა
კოლორადოსის არქიპელაგი
კოლორადოსის არქიპელაგი (კუბა).

გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. არქიპელაგთან მდებარეობს ქალაქი პინარ-დელ-რიო.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება