პინარ-დელ-რიო (ესპ. Pinar del Río) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ჰავანიდან 156 კმ-ით დასავლეთით, ზღვის დონიდან 60 მეტრზე. მის ტერიტორიას კვეთს რიო-გუამა. 2004 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 190 532 ადამიანს.

მუნიციპალიტეტი
პინარ-დელ-რიო
Pinar del Río

სიგარის საწარმო პინარ-დელ-რიოში
გერბი
ფაილი:Pinar escudo.jpg

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია პინარ-დელ-რიო
კოორდინატები 22°24′44″ ჩ. გ. 83°40′19″ დ. გ. / 22.41222° ჩ. გ. 83.67194° დ. გ. / 22.41222; -83.67194
დაარსდა 1774 წ
ფართობი 708 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 190 532 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 269,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-48
საფოსტო ინდექსი 20100, 20200 y 20300
ოფიციალური საიტი pinar.cu
პინარ-დელ-რიო — კუბა
პინარ-დელ-რიო
თამბაქოს პლანტაცია

ისტორია რედაქტირება

ქალაქი 1669 წელს დაარსდა და ნუევა-ფილიპინა ერქვა. იმის გამო, რომ რიო-გუამის მიმდებარე ტერიტორია ფიჭვის ტყეებით იყო დაფარული, ამიტომ ქალაქს სახელი გადაარქვეს და პინარ-დელ-რიო უწოდეს (pine — ფიჭვი). ძველად ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი გუანაჰატაბეიესის ტომები სახლობდა, რომლებიც დღეს მოსპობილია. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, რაც კუბური თამბაქოს პოპულარობით იყო გამოწვეული. კუბის რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღეისათვის პინარ-დელ-რიო კუბის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქალაქად მიიჩნევა.

1896 წელს ქალაქი გენერალმა ანტონიო მასეომ დაიკავა. სწორედ ეს გახდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აშშ-ის ჩართვისა. კუბის კრიზისისას, რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან სწორედ აქ იქნა დამონტაჟებული საბჭოურ ქობინათა უმრავლესობა.

ეკონომიკა რედაქტირება

ქალაქი მთავარი მეთამბაქოეობის რეგიონში მდებარეობს, შესაბამისად წამყვანია სიგარების წარმოება.

დემოგრაფია რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 190 532 ადამიანს შეადგენდა.[1] 708 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 269,1 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.