კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale de Basketball — FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (ევროპა, ამერიკა -სამი ქვეკომიტეტით, ოკეანია, აფრიკა, აზია) კომიტეტს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცის ლოგო

ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ფედერაციის ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თავისი აღმასრულებელი კომიტეტით, გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო, ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიული , ტექნიკური დახმარების და მინი-კალათბურთის.

კონგრესი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონგრესი შეიძება ჩატარდეს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. ცენტრალური ბიურო ირჩევა 4 წლის ვადით და მის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 7 ვიცე-პრეზიდენტი (ზონალური კომიტეტების პრეზიდენტები), გენერალური მდივანი, ფინანსისტი, მინი-კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარე და 9 სხვა წევრი. ბიურო იკრიბება გენერალური სამდივნოს წინადადებით არა ნაკლებ ორისა წელიწადში. წლის პირველ სხდომაზე ბიურო ირჩევს თავის აღმასრულებელ კომიტეტს (პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ფინანსისტი და 4 წევრი).

გენერალური სამდივნო შედგება გენერალური მდივნისაგან და მისი დამხმარეებისაგან. იგი ეწევა ყოველდღიურ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო კომისიასთან. კომისიები შედგებიან პრეზიდენტისაგან და არაუმეტეს 12 წევრისაგან. თითოეული ზონალური კომისია ასახელებს ერთ წევრს, დანარჩენ ხუთს რეკომენდაციას უწევს გენერალური სამდივნო.

ფიბას პრეზიდენტები

სახელი გვარი ქვეყანა წლები
ჯეიმზ ნეისსმიტი დროშა: კანადა კანადა 1932-1939 საპატიო
ლეონ ბუფარდი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 1932-1948
ვილარდ გრეიმი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 1948-1960
ანტონიო დოს რეიეს კანეირო დროშა: ბრაზილია ბრაზილია 1960-1968
აბდელ მონაიმ ვაჰბი დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 1968-1976
გონსალო პიუატ II დროშა: ფილიპინები ფილიპინები 1976-1984
რობერტო ბუსნელი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 1984-1990
ჯორჯ კილიანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 1990-1998
აბდულაი სეი მორიეუ დროშა: სენეგალი სენეგალი 1998-2006

ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ბობ ელფინსტონი (ავსტრალია)

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში

ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ფედერაცია ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატებს 20 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.

თავის მხრივ ყველა ზონალური (კონტინენტალური) კომისია ატარებს თავისი კონტინენტების ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ტარდება კონტინენტალური ჩემპიონტები ახალგაზრდა კალათბურთელთა შორის და საკლუბო ტურნირები ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრები არიან:

ზონალური (კონტინენტალური) კომიტეტები და მისი წევრი ქვეყნები რედაქტირება

ევროპის კომიტეტი - FIBA - Europa
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ანდორა   სომხეთი
  ბელარუსი   ბელგია   ბულგარეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   გერმანია
  გიბრალტარი   დანია   ესპანეთი   ესტონეთი   თურქეთი
  ინგლისი   საბერძნეთი   საქართველო   ირლანდია   ისრაელი
  ისლანდია   იტალია   კვიპროსი   ლატვია   ლიეტუვა
  ლუქსემბურგი   ჩრდილოეთი მაკედონია   მალტა   მონტენეგრო   მოლდოვა
  მონაკო   ნორვეგია   პოლონეთი   პორტუგალია   რუმინეთი
  რუსეთი   სან-მარინო   საფრანგეთი   სერბეთი   სლოვაკეთი
  სლოვენია   უკრაინა   უნგრეთი   ფარერის კუნძულები   ფინეთი
  შვედეთი   შვეიცარია   შოტლანდია   ჩეხეთი   ხორვატია
  ნიდერლანდები
აზიის კომიტეტი - FIBA - Asia
  ავღანეთი   არაბთა გაერთიანებული საამიროები   ბაჰრეინი   ბანგლადეში   ბრუნეი
  ბჰუტანი   ერაყი   ვიეტნამი   თურქმენეთი   იაპონია
  იემენი   იორდანია   ინდოეთი   ინდონეზია   ირანი
  კამბოჯა   სამხრეთი კორეა   კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა   ლაოსი   ლიბანი
  მიანმარი   მაკაო   მალდივი   მონღოლეთი   მალაიზია
  ნეპალი   ომანი   პაკისტანი   პალესტინა   საუდის არაბეთი
  სინგაპური   სირია   ჩინეთის ტაიბეი   ტაილანდი   ტაჯიკეთი
  უზბეკეთი   ფილიპინები   ქუვეითი   ყაზახეთი   კატარი
  ყირგიზეთი   შრი-ლანკა   ჩინეთი   ჰონგ-კონგი
აფრიკის კომიტეტი - FIBA - Africa

  ალჟირი   ანგოლა   ბენინი   ბოტსვანა   ბურკინა-ფასო
  ბურუნდი   გაბონი   გამბია   განა   გვინეა
  გვინეა-ბისაუ   ეგვიპტე   ეთიოპია   ეკვატორული გვინეა   ერიტრეა
  ზამბია   ზიმბაბვე   კაბო-ვერდე   კამერუნი   კომორის კუნძულები
  კონგოს რესპუბლიკა   კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა   კოტ-დ’ივუარი   ლესოთო   ლიბია
  ლიბერია   მადაგასკარი   მავრიტანია   მალავი   მალი
  მაროკო   მავრიკი   მოზამბიკი   ნამიბია   ნიგერია
  ნიგერი   რუანდა   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   სან-ტომე და პრინსიპი   სეიშელის კუნძულები
  სენეგალი   ესვატინი   სიერა-ლეონე   სომალი   სუდანი
  ტანზანია   ტოგო   ტუნისი   უგანდა   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
  ჯიბუტი
ამერიკის კომიტეტი - FIBA - Americas
  ამერიკის ვირჯინიის კუნძულები   აშშ   ანტიგუა და ბარბუდა   არგენტინა   არუბა
  ბარბადოსი   ბაჰამის კუნძულები   ბელიზი   ბერმუდის კუნძულები   ბოლივია
  ბრაზილია   ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები   გაიანა   გვატემალა   გრენადა
  დომინიკა   დომინიკანელთა რესპუბლიკა   ეკვადორი   ვენესუელა   იამაიკა
  კაიმანის კუნძულები   კანადა   კოლუმბია   კოსტა-რიკა   კუბა
  მექსიკა   მონსერატი   ნიკარაგუა   პანამა   პარაგვაი
  პერუ   პუერტო-რიკო   სალვადორი   სენტ-ვინსენტი და გრენადინები   სენტ-ლუსია
  სურინამი   ტრინიდადი და ტობაგო   ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები   ურუგვაი   ჩილე
  ჰაიტი   ნიდერლანდის ანტილები   ჰონდურასი
ოკეანეთის კომიტეტი - FIBA - Oceania
  ავსტრალია   ამერიკის სამოა   ახალი ზელანდია   ახალი კალედონია   გუამი
  ვანუატუ   კირიბატი   კუკის კუნძულები   მარშალის კუნძულები   მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
  ნაურუ   ნორფოლკი   პალაუ   პაპუა-ახალი გვინეა   სამოა
  სოლომონის კუნძულები   საფრანგეთის პოლინეზია   ტონგა   ტუვალუ   ფიჯი
  ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება