იოსეფ (ტომი) ლაპიდი (ივრ.:. ‏יוסף (טומי) לפיד‏‎,(სერბ.: ტომისლავ ლამპელი); დ. 27 დეკემბერი 1931—1 ივნისი 2008) —ებრაელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ქნესეთის დეპუტატი (1999—2006), „შინუის“ პარტიის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი არიელ შარონის მთავრობაში (2003—2004). გამოირჩეოდა  ანტიკლერიკული შეხედულებებით და მხარს უჭერდა რელიგიის გამიჯვნას სახელმწიფოსგან.[1]

იოსეფ ლაპიდი
ებრ. יוסף (טומי) לפיד
იოსეფ ლაპიდი ებრ. יוסף (טומי) לפיד
ისრაელის დროშა ისრაელის იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2004
წინამორბედიმეირ შიტრიტი
მემკვიდრეციპი ლივნი

ქნესეთის მე-15 და მე-16 მოწვევის დეპუტატი

დაბადებული27 დეკემბერი 1931
ნოვი-სადი, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვლილი1 ივნისი 2008 (76 წლის)
თელ-ავივი, ისრაელი
პოლიტიკური პარტიაშინუი
განათლებათელ-ავივის უნივერსიტეტი
ჯილდოებისოკოლოვის პრემია (1998)

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ნოვი- სადში (იუგოსლავიის სამეფო, ვოივოდინას ავტონომიური ოლქი. მეორე მსოფლიო ომის დროს, უნგრეთის მიერ ვოივოდინას ოკუპაციის შედეგად, იგი ოჯახთან ერთად გადაასახლეს ბუდაპეშტის გეტოში. მოგვიანებით მამა გარდაიცვალა საკონცენტრაციო ბანაკში.  ტომმა და დედამ შეძლეს გადარჩენა.[2][3]

1948 წელს ლაპიდი ემიგრაციაში წავიდა ისრაელში და მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის ომში (პალესტინის ომი 1947-1949)

1951-1955 —ისრაელის ყოველდღიური  უნგრულენოვანი გაზეთის რედაქტორი.

1957 წელს დაამთავრა თელ-ავივის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1955 წლიდან —გაზეთ "მაარივის" კორესპოდენტი.

1974-1979 წლებში —გაზეთ "მაარივის" აღმასრულებელი დირექტორი.

1979-1983— ისრაელის ტელერადიო მაუწყებლობის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი.

1999 წლამდე —პოპულარული სატელევიზიო პროგრამა Popolitika– ს აქტიური მონაწილე.

იგი დაქორწინებული იყო შულამიტ ლაპიდზე (ცნობილი პიესების ავტორი). მათ სამი შვილი ჰყავდათ: ქალიშვილები მიხალი და მერავი და ვაჟი იაირ ლაპიდიებრაელი  პოლიტიკოსი, ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. 1984 წელს მიხალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.[4][5]

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

 
ჯორჯ ბუშთან ერთად იერუსალიმის მუზეუმში 2008 წელს (ტომი ლაპიდი სურათზე მარცხნივ)

1990-იანი წლების ბოლოს ლაპიდი შეუერთდა“ შინუის“ (ცვლილება) პარტიას,  ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი იყო და პარტიის ხელმძღვანელი გახდა. „შინუის“ პარტია მკვეთრად ანტიკლერიკული შეხედულებებით გამოირჩეოდა, ემხრობოდა რელიგიის განცალკევებას სახელმწიფოსგან და ანტიკლერიკული კონსტიტუციის მიღებას. იგი მხარს უჭერდა კაპიტალისტურ ეკონომიკას და თავს "ცენტრისტად" მიიჩნევდა არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის გამო.

1999 წლის არჩევნებში „შინუიმ“ 6 ადგილი მიიღო ქნესეთში, მაგრამ დარჩა ეჰუდ ბარაქის მთავრობის მოწინააღმდეგე, რადგან  არ სურდა მთავრობაში ყოფნა  ულტრა რელიგიურ პარტია „შას“-თან ერთად. იმავე წელს, ლაპიდი პირველად გახდა ქნესეთის წევრი. იგი მსახურობდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტებში, ასევე მუშაობდა  საკონსტიტუციო, სამართლისა და სამართალწარმოების საკითხებზე.

2003 წელს „შინუიმ“ მოიპოვა 15 ადგილი და გახდა მესამე უდიდესი ფრაქცია ლიკუდისა და ლეიბორისტული პარტიების შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა „შინუის“ კოალიციაში შესვლა შესთავაზა (პარტია „შასი“ კოალიციის მიღმა დარჩა). ლაპიდმა მიიღო ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის პოსტები. მოგვიანებით, შარონმა კოალიციაში მოიწვია ულტრა რელიგიური პარტია Yakhadut HaTorah და დაიწყო უთანხმოება „შინუისა“ და ლიკუდს შორის ისრაელში სამოქალაქო ქორწინების პროცედურის შემოღების და რელიგიური ინსტიტუტებისა და სკოლების დაფინანსების საკითხებზე. 2004 წლის დეკემბერში „შინუი“ გამოვიდა კოალიციიდან, მაგრამ განაგრძობდა მთავრობის მეთაურის მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნებში.[6]

„შინუის“ პარტიის პრაიმერებში, რომელიც 2006 წელს ქნესეთის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდა, შიდა კონფლიქტის შედეგად, სიაში მეორე პირი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, აბრაამ პორაზი და სხვა დეპუტატებთან ერთად  განუდგა „შინუის“ და შექმნა ახალი პარტია, „ხეცი“. მიუხედავად იმისა, რომ ლაპიდმა პირველი ადგილი მოიპოვა პრაიმერებში, მან დატოვა „შინუის“ პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა და სიმბოლურად შეუერთდა „ხეცის“პარტიას (იგი საარჩევნო სიაში 120-ე ადგილზე იყო).

2006 წლის არჩევნებში  „შინუიმ“ და „ხეცმა“  ერთი სადეპუტატო  მანდატიც კი ვერ მოიპოვეს.

2006 წლის ივლისში ლაპიდი დაინიშნა იად -ვაშემის მემორიალის—ჰოლოკოსტის წამებულთა  და გმირთა ხსოვნის  ცენტრის თავმჯდომარედ. [7]

2008 წლის 30 მაისს იოსეფ ლაპიდი სიმსივნის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებული იქნა მძიმე მდგომარეობაში თელ-ავივის იხილოვის საავადმყოფოში. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 1 ივნისს. დაკრძალულია თელ- ავივის კირიატ შაულის სასაფლაოზე.[8][9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Schmidt, Shira. (3 June 2008) www.cross-currents.com website. Cross-currents.com. Retrieved on 9 September 2011.
  2. "PressReader.com - Your favorite newspapers and magazines". www.pressreader.com. Retrieved 19 March 2021.
  3. conVistaAlMar.com.ar. "Tommy Lapid". The International Raoul Wallenberg Foundation. Retrieved 19 March 2021.
  4. Israel's 60th Anniversary: 'A Jew from Morning to Night'[მკვდარი ბმული] Der Spiegel, 8 May 2008
  5. "Who is Yair Lapid?". Haaretz.com. Retrieved 19 March 2021.
  6. "Lapid and Poraz assure Sharon of Shinui's support for budget" Haaretz, 27 March 2005
  7. Russia or Ukraine? For some Israelis, Holocaust memories are key Haaretz, By David Landau, 15 Apr. 2014
  8. "Joseph Lapid, journalist and ex-justice minister of Israel, dies at 77". International Herald Tribune. 1 June 2008. Retrieved 9 January 2014.
  9. Asaf Carmel (1 June 2008) Olmert Pays Tribute to Yosef Lapid Calling Him a 'Jew Through and Through' Haaretz. Retrieved 8 January 2014.