ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი

ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი (სერბ. Ивана "Ива" Деспић, დ. 15 აგვისტო, 1891, ხორვატია — გ. 12 ივლისი, 1961, სარაევო) — იუგოსლავიელი მოქანდაკე. განათლება მიიღო ზაგრებში, პარიზსა და მიუნხენში. 1920 წლიდან, გარდაცვალებამდე, ძირითადად ცხოვრობდა სარაევოში, მაგრამ ასევე მუშაობდა ბელგრადში მოქანდაკედ. იგი იყო პირველი და ერთადერთი მოქანდაკე, თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ომთაშორის პერიოდში.

ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი
დაიბადა 15 აგვისტო, 1891(1891-08-15)[1]
დაბადების ადგილი Hrastovica, Petrinja
გარდაიცვალა 12 ივლისი, 1961(1961-07-12)[1] (69 წლის)

ბიოგრაფია რედაქტირება

ოჯახი და განათლება რედაქტირება

ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი დაიბადა 1891 წლის 15 აგვისტოს ხრასტოვიცეში [2] პეტრინის მახლობლად ხორვატია-სლავონიაში, ავსტრია-უნგრეთი. ის შეძლებული ოჯახიდან იყო. მამამისმა, ავსტრია-უნგრეთის არმიის გენერალმა, დაინახა მისი ნიჭი და მისცა მას სამხატვრო განათლება.[3] მისი მასწავლებლები იყვნენე, მოქანდაკეები რობერტ ფრანგეშ-მიჩანოვიჩი და რუდოლფ ვალდეკი.[2] მისი პირველი გამოფენა, გაიმართა მისი თანატოლის ლუბო ბაბიჩის პერსონალური გამოფენასთან ერთად, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს .ბაბიჩი დაინტერესდა მისით და დახატა ივას პორტრეტი.ივა განაგრძოდა განათლების მიღებას პარიზსა და მიუნხენში, სწავლობდა მხატვრობას პლაკეტსა და მედალიონზე. მან 1914 წელს გამართა გამოფენა პარიზში.[2][3]

ივა ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქორწინება ალექსანდრე ზარევსკისთან ანულირებული იქნა [4] იგი ზაგრებში შეხვადა ალექსანდრე (აკო)დესპიჩს პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, რასაც მოჰყვა იუგოსლავიის შექმნა. წყვილი 1920 წელს დაქორწინდა და დესპიჩი ქმრის მშობლიურ ქალაქში, სარაევოში გადავიდა საცხოვრებლად. მათ შეეძინათ ქალიშვილი ჩიკა და ვაჟი ბატო. მისი ახალი ნათესავების, დესპიჩების ოჯახი, ცნობილი და მდიდარი ვაჭრები იყვნენ და ის დათრგუნულად გრძნობდა თავს მათი პატრიარქალური დამოკიდებულების გამო. ეს აისახა ავტოპორტრეტის ბიუსტზე სახელწოდებით "Limited", რომელიც ახლა ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნულ გალერეაშია. ივა ოცნებობდა ჰქონოდა საკუთარი სივრცე. 1931 წლისთვის მის ნამუშევრებზე იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ მას შეეძლო აეშენებინა საზაფხულო სახლი ვასინ ჰანაში სარაევოს მახლობლად. ჯერ კიდევ ნესტიან შენობაში ნაადრევად გადასვლის შემდეგ, ის ქრონიკულად დაავადდა, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში ტანჯავდა.[3]

კარიერა რედაქტირება

1927 წელს ივა დესპიჩ-სიმონოვიჩს ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა ლონდონსა და ბელგრადში და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო. ის მონაწილეობდა კოლექტიურ გამოფენებში ლონდონში, ბელგრადში, ბარსელონაში, ზაგრებში, ლიუბლიანაში, პრაღაში, ბრნოში და ბრატისლავაში. საერთაშორისო წარმატებამ პოპულარობა მოუტანა იუგოსლავიაში და მას დაუკავშირდა მეფე ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი. მას ჰქონდა პირადი სტუდია ბელგრადის სამეფო კარზე, სადაც ქმნიდა მაღალი თანამდებობის პირების სკულპტურებს. ის გახდა სასახლის სკულპტორი და მარიამ დედოფლის ქანდაკების ინსტრუქტორი, რომელთანაც იგი განსაკუთრებით დაახლოვდა.[3]

ბელგრადში ყოფნის დროს ივამ შექმნა მეფეების, დედოფლების, გენერლების და სხვა წარჩინებულების, მათ შორის რუმინეთის მეფე ფერდინანდის და ბულგარეთის პრინცი კირილის ქანდაკებები.[3][5] მისი სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრებია ქანდაკებები „ბავშვები თოვლში“(1923), „კარგი მეგობრები“ (1923), „ბატო თამაშობს“ (1925), ასევე დაფა „ნუგეშისცემა“(1927). კარიერის დასაწყისში დესპიჩ-სიმონოვიჩი ადრეული რენესანსის იდეალების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მოგვიანებით იმპრესიონისტული სტილისკენ გადაიხარა.[2]

ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი იყო პირველი მოქანდაკე თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში[4] და დარჩა ერთადერთ მოქანდაკედ ომთაშორის პერიოდში.[2] იმ დროს ბოსნიელი ქალები იყვნენ ძირითადად წერა-კითხვის უცოდინარი და არ იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ივას საზოგადოება კარგად იცნობდა. 1937 წელს მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა მხატვრი ქალების მდგომარეობაზე: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამაკაცი მხატვრები არ აფასებენ მხატვარი ქალების შემოქმედებას. მათთვის ადვილია... როცა მხატვარი მამაკაცის შვილი ავად არის, ის აგრძელებს თავის საქმეს. როცა ჩემი ქალიშვილი ტიფით დაავადდა, სად მქონდა ძერწვის დრო “.[3] ივას შთაგონება იყო დედობა და ის ხშირად ხატავდა შვილებს. მას განსაკუთრებით სურდა გაეკეთებინა უცნობი ჯარისკაცის საფლავის მსგავსი, დედების ძეგლი.[4] მის იდეას მხარი არ დაუჭირეს და ის ირწმუნებოდა, რომ მისი იდეა კოპირებული და მოგვიანებით განხორციელებული იქნა შეერთებულ შტატებში.[3]

შემდგომი ცხოვრება რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს ივა ცხოვრობდა სარაევოს მახლობლად თავის მამულში. ომის პერიოდში არსებულმა მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ, აიძულა ეყიდა ძროხა ოჯახის გამოსაკვებად. მისი ქალიშვილის თქმით, ოჯახს მოუწია ძროხის დამალვა ჯარისკაცებისგან თავიანთ სახელოსნოში, „განაწყენებულმა“ ცხოველმა კი არაერთი სკულპტურა დააზიანა.[4]

ომის შემდეგ ხელისუფლებაში კომუნისტური პარტია მოვიდა და მონარქია გაუქმდა. 1945 წლის ივნისში, როგორც გადასახლებული სამეფო ოჯახის მხარდამჭერი, დესპიჩ-სიმონოვიჩი დააპატიმრეს. მან გარკვეული დრო გაატარა სარაევოს ციხეში. შემორჩენილია მისი პორტრეტი, რომელიც ციხეში სხვა პატიმარის, მსახიობ ანტე ფრანკოვიჩის მიერ იქნა შესრულებული. მალე ის გაათავისუფლეს, მაგრამ მისი ცხოვრება შეიცვალა. მას გაურბოდნენ და უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ხატვასა და ესკიზს, ვიდრე ქანდაკებას.[4] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია პოეტების ალექსა შანტიჩის, სვეტოზარ ჩოროვიჩას და ოსმან ჯიკიჩის ბიუსტები, რომლებიც მოსტარის ხელისუფლებამ შეუკვეთა.[3] ივა დესპიჩ-სიმონოვიჩი გარდაიცვალა 1961 წლის 12 ივლისს ვასინ ხანეში [2][3] თავის სტუდიაში. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, გაჩნდა იდეა, რომ მისი სახლი ხელოვანთა კოლონად გადაკეთებულიყო, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. სახლი 2005 წელს აღადგინა ახალმა მფლობელმა, რა დროსაც საიდუმლო სარდაფის კარებს მიღმა რამდენიმე აქამდე უცნობი თაბაშირის ბიუსტი იპოვეს.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Meissner, Günter (2009), Allgemeines Künstlerlexikon: Die bildenden Künstler aller Zeiten und Völker, p. 413, ISBN 978-3598227660
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Tomašević, Dragana. (2016-09-17) Priče o bosanskim ženama: Ivana (Iva) Despić-Simonović sh. ციტირების თარიღი: 2022-03-18
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Bašić, Adisa (2009-09-17), Kuća na osami, Slobodna Bosna
  5. Damjanović, Danka (1985). Skulptura (sh). Umjetnička galerija BiH.