თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან

თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა) — მიხო მოსულიშვილის 2010 წლის პიესების კრებული.

„თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“

ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი დავით ოძელაშვილი
გარეკანის მხატვარი თემურ ნინუა
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ცხოვრება
ჟანრი დრამატურგია
გამომცემელი საარი
გამოცემის თარიღი 2010
მედია თხელი ყდა
გვერდი 284
oclc 862752450
წინამორბედი გედები თოვლქვეშ, 2004
მომდევნო მადლის ქვა, 2011
ISBN 9789994060870

სათაური რედაქტირება

წიგნის სათაური აღებულია კომიკური თრილერის „საშობაო ბატი კომშით“ მეორე სცენიდან, კერძოდ, ელენა ქვინსის რეპლიკიდან:

 
„ელენა – (ზღვის ტალღებივით ლაპარაკობს) ეეეგ ააარ იფიქროო, არაა… ეგ ხომ ღალატი იქნება… ღალატი და ასეთ არომატულ კომშს მარტო ხომ არ დამტოვებ ამხელა ვალებთან? შენ ხომ მხატვარი ხარ! თითქმის პიკასო, კუბისტური პერიოდის მერე და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან…[1]

ანოტაცია რედაქტირება

შვიდი სასაცილო პიესა, რომლებშიც საიმედოდ არის გადამალული ცრემლები.

წიგნი „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა)“ წარმოადგენს ავტორის მიერ 1995-2010 წლებში დაწერილ პიესებს, რომელთაგან რამდენიმე დადგმულია საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრში.

რედაქტორი დავით ოძელაშვილი. წიგნის დიზაინი ეკუთვნის თემურ ნინუას, კარიკატურა წიგნის უკანა ყდაზე - ზაალ სულაკაურს[2].

შინაარსი რედაქტირება

წიგნი „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა)“ შედგება შემდეგი პიესებისგან:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება