თარგი:დღის სტატია:03-24

ფილმის პოსტერი
ფილმის პოსტერი

ნათლია (ინგლ. The Godfather) — 1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. „ნათლია“ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინოში. ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ მიჩნეულია მეორე საუკეთესო ფილმად ამერიკულ კინოში; ასევე მეორე ადგილი უკავია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის (IMDb) ვერსიით.