ალ პაჩინო (ინგლ. Alfredo James Pacino; დ. 25 აპრილი, 1940, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა. სახელი გაითქვა ფილმებით: „ქალის სურნელი“, „ნაიარევი სახე“, „ნათლია I, II, III“.

ალ პაჩინო

ალ პაჩინო 2014 წელს
დაბადების სახელი ალფრედო ჯეიმზ პაჩინო
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1940 (1940-04-25) (83 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1967-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი იან ტარანტი (1988–89)
ბევერლი დ'ანჯელო (1996–2003)
შვილ(ებ)ი ჯული მარი (დ. 1989)
ტყუპები: ანტონი და ოლივია (დ. 2001)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1992 — ქალის სურნელი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1973 — სერპიკო

1992 — ქალის სურნელი
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი
1975 — ნათლია II

1975 — ძაღლური შუადღე

ბიოგრაფია რედაქტირება

ცხოვრების ადრეული წლები რედაქტირება

ალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინო ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო.[1] დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმზ ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავის რესტორანი სახელად „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.

კარიერა რედაქტირება

1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლიაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა „სერპიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათლია II“-ში. 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლია III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. მოგვიანებით მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III.

მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში „ზღვით მგზავრობა“ და „ავტორი! ავტორი!“, საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე, ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია.

ალ პაჩინომ მიიღო ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „დიკ ტრეისი“. 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში „ფრენკი და ჯონი“ და კვლავ მიიღო ოსკარის ნომინაცია. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში „ქალის სურნელი“. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: „კარლიტოს გზა“ (1993), „დონი ბრასკო“ (1997), „ჩვენიანი“ (1999) და „უძილობა“ (2002).

2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში „ვენეციელი ვაჭარი“, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმში „ოუშენის ცამეტი მეგობარი“, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.

ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. ალ პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული.

სამსახიობო ტექნიკა რედაქტირება

დე ლაურენტისმა ალ პაჩინოს შესახებ განაცხადა, რომ მას ასაკი არ აქვს, სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება.

სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის „ემოციური გაშიშვლების“ ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში „ემოციონალური ათლეტი“ ხდება. ასაკთან ერთად ის უფრო გაძლიერდა და დაძლია მორიდებულობა. მას პრემიერაზე „ნათლიას“ ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღებას აპირებდა. საკუთარი თავის შესახებ პაჩინომ აღნიშნა: „ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ“.

რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; „ნაიარევ სახეზე“ მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. „როცა ვთამაშობ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.

მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. „ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს“. თავის დროზე პაჩინომ უამრავ როლზე თქვა უარი: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ვარსკვლავური ომები“, „ლამაზმანი“, „კლუბი კოტონი“, „რემბო“, „ტრაფიკი“.

ალ პაჩინო ოცნებობს ითამაშოს მარტინ სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტის როლზე[2].

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972 ნათლია The Godfather მაიკლ კორლეონე
1973 სერპიკო Serpico ფრენკ სერპიკო
1973 საფრთხობელა Scarecrow ფრანსის ლაიონელ დელბუში
1974 ნათლია II The Godfather Part II მაიკლ კორლეონე
1975 ძაღლური შუადღე Dog Day Afternoon სონი ვოიტოვიცი
1982 ავტორი, ავტორი Author! Author! ივან ტრავალიანი
1983 ნაიარევი სახე Scarface ტონი მონტანა
1989 სიყვარულის ზღვა Sea of Love ფრენკ კელერი
1990 დიკ ტრეისი Dick Tracy დიდი ბიჭი კარპისი
1990 ნათლია III The Godfather Part III მაიკლ კორლეონე
1992 ქალის სურნელი Scent of a Woman ფრენკ სლეიდი
1992 გლენგარი გლენ როსი Glengarry Glen Ross რიკი რომა
1993 კარლიტოს გზა Carlito's Way კარლიტო ”ჩარლი” ბრიგანტე
1995 შერკინება Heat ვინსენტ ჰანა
1999 შინაკაცი The Insider ლოუელ ბერგმანი
2007 ოუშენის ცამეტი მეგობარი Ocean's Thirteen ვილი ბენკი
2008 მკვლელობის უფლება Righteous Kill დეტექტივი დევიდ ფისკი
2010 ტფ შენ ჯეკს არ იცნობ You Don't Know Jack დოქტორი ჯეკ კევორკიანი
2013 ტფ ფილ სპექტორი Phil Spector ფილ სპექტორი
2013 ნამდვილი მამაკაცები Stand Up Guys ვალენტინი
2019 ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood მარვინ შვარცი

ოჯახი რედაქტირება

  • პაპა: ჯეიმზ ჯერარდი
  • ბებია: ქეით ჯერარდი
  • მამა: ალფრედ პაჩინო, იყო 18 წლის როდესაც გაჩნდა ალ პაჩინო, დატოვა სახლი როდესაც ალ პაჩინო იყო 2 წლის
  • დედა: როზა პაჩინო, გარდაიცვალა 1962 წელს
  • დედინაცვალი: კატერინა კოვინ-პაჩინო
  • ნახევარდა: რობერტა პაჩინო, პაულას ტყუპი
  • ნახევარდა: პაულა პაჩინო, რობერტას ტყუპი
  • შვილი: ჯულია მერი პაჩინო, დაიბადა 1989 წლის ოქტომბერს
  • შვილი: ანტონ პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ოლივიას ტყუპი
  • შვილი: ოლივია პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ანტონის ტყუპი

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

ოსკარი რედაქტირება

BAFTA რედაქტირება

ემი რედაქტირება

  • მოგება: გამოჩენილი ლიდერი მსახიობი მინისერიალში ან ფილმში, Angels in America (2004)

ოქროს გლობუსი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Al Pacino Biography. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2012. ციტირების თარიღი: March 10, 2010.
  2. პირადი ცხოვრება - ჟურნალი ”კაკადუ”, გვ 30-31. 19-25 თებერვალი, 2003