თამაზ ლობჟანიძე

ქართველი ექიმი

თამაზ ლობჟანიძე (დ. 2 იანვარი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი და პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,[1] ეროვნული პრემიის ლაურეატი (2015), რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2005-).

თამაზ ლობჟანიძე
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1949(1949-01-02) (75 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974 წლებში იყო გორის მოზრდილთა პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1974–1975 წლებში, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის ორდინატორი; 1975–1981 წლებში, ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1986 წლებში თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2004 წლებში, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი; 2004-2006 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის შინაგან მედიცინაში პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხელმძღვანელი.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „Сравнительное экспериментально-клиникое изучение противоатеросклеротического действия трибуспонина и тривипирина“; 2003 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „Клинические и морфологические основы диабетической пульмопатии“.

2005 წელს აირჩიეს რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის — „რესპირაციული მედიცინა XXI-ე საუკუნის დასაწყისში“.[2]

არის ჟურნალების „კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI“ (2006) და „საქართველოს რესპირაციული ჟურნალის“ (2007) სარედაქციო საბჭოს წევრი, აგრეთვე საქართველოს ინტერნისტთა ასოციაციისა და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი.

თამაზ ლობჟანიძე ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის და დიაბეტოლოგიის საკითხებს, მათ შორის 2 მეთოდური რეკომედაცია, 4 წიგნი და 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადისერტაციო ნაშრომი აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • მიხეილ მგალობლიშვილი; ცხოვრება და მოღვაწეობა (თანაავტორი). — თბილისი, 2020, გამომცემლობა "ნეკერი", — გვ,46, —ISBN 978-9941-479-52-6
  • რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხები: სახელმძღვანელო — თბილისი, 2019. — 720 გვ. — ISBN 9789941814136
  • იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონიები, საქართველოს რესპირაციული ჟურნალი // ტ. 13, N1. — თბილისი, 2017. — 4 — 44 გვ.
  • მორფოლოგიური ცვლილებები რესპირაციულ სისტემაში ექსპერიმენტული ინსულინდამოკიდებული დიაბეტის დროს — თბილისი, 2004. — 75 გვ.
  • ბინაზე მოვლის სახელმძღვანელო ასპექტები სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში (თანაავტორი). — თბილისი, ქველმოქმედი, 2004. — 20 გვ.
  • სანამ ექიმი მოვა... (თანაავტორი). — თბილისი, ქველმოქმედი, 2001. — 72 გვ.
  • ჯანმრთელი სიბერე (რედაქტორი). — თბილისი, 1999. 219 გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 170, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თამაზ ლობჟანიძე. med.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-05. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2019.
  2. პრემიერმა მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის 9 ექიმი დააჯილდოვა. ipress.ge (24 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-05. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.