ზღვის რკოები (ლათ. Balanomorpha) — უხერხემლოთა ზეოჯახი ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა. სხეული მოთავსებული აქვთ ფსკერზე მიმაგრებულ, რამდენიმე ფირფიტისაგან შემდგან კიროვან სახლში, რომლის სიმაღლე 20სმ აღწევს, სიგანე 10 სმ. აერთიანებს 250-მდე სახეობას. ზღვის რკოები ჩვეულებრივ სანაპირო წყალმარჩხ ადგილებში ბინადრობენ. ზოგი სახეობა სხვა უხერხემლოებთან ერთად შეეზრდება ხოლმე გემებსა და წყალქვეშა ნაგებობებს, ზოგი კი ვეშაპის კანზეც ბინადრობს.

ზღვის რკოები
Semibalanus balanoides
Semibalanus balanoides
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  კიბოსნაირნი
კლასი:  Maxillopoda
რიგი:  ულვაშფეხიანი კიბოები
ზეოჯახი:  ზღვის რკოები
ლათინური სახელი
Balanomorpha

ლიტერატურა რედაქტირება