ზინაიდა ლობჟანიძე

ზინაიდა ლობჟანიძე (დ. 25 დეკემბერი, 1929, მოხისი) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1951 წელს დაამთავრა ქალაქ გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი.

ზინაიდა ლობჟანიძე დაბრუნდა სამცხე-ჯავახეთში და იქ გააგრძელა ცხოვრება. 1953 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდა აბასთუმანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა აბასთუმნის საშუალო სკლოლაში მასწავლებლად, დირექტორად კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორად. ასევე იყო ბავშვთა სანატორიუმ „ცისარტყელას“ საშუალო სკოლის მასწავლებელი და დირექტორი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ზინაიდა ლობჟანიძეს 1982 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. 1990 წელს დაენიშნა პერსონალური პენსია, ხოლო 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ზინაია ლობჟანიძემ პირველად ბავშვობის პერიოდში დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსები სკოლის კედლის გაზეთებში გამოჩნდა და გაზეთ „ნორჩი ლენინელში“ დაიბეჭდა. ჯერ სტუდენტობის და შემდეგ აბასტუმანში ცხოვრების პერიოდში ლექსებს, ფელეტონებსა და სხვადასხვა ჟანრის წერილებს აქვეყნებდა რაიონულ და რესპუბლიკურ ჟუნალ-გაზეთებში: „ქალთა გაზეთი“, „ნაკადული“, „საქართველოს ბუნება“, „ასავალ-დასავალი“, „ჯორჯიან თაიმსში“, „ლიტერატურულ მესხეთში“, „დილა“, „თბილისი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ნერგი“, „ასპინძა“ და ა.შ. მისი ოთხი ლექსი დაიბეჭდა ალმანახში - „სიტყვაი“. მისი ლექსი „გალაქტიონს“ გამოქვეყნდა გალაქტიონ ტაბიძის 90 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კრებულში „შენ უკვდავების ხარ ბინადარი.“

გამოსაცემად მომზადებული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებული. ზინაიდა ლობჟანიძე არის 500-ზე მეტი ლექსის, ათი მოთხრობისა და 1000-ზე მეტი სტატიის ავტორი. ზინაიდა ლობჟანიძის მრავალმხრივ საქმიანობაში უნდა აღინიშნოს რომ იგი ათწლეულების განმავლობაში იყო გაზეთ „სახალხო განათლების“ საკუთარი კორესპონდენტი. იყო საზოგადოება „ცოდნისა“ და „ზარზმის“ ლექტორი. ზინაიდა ლობჟანიძე იყო აგრეთვე მრავალგზის მონაწილე და გამარჯვებული კონკურსის- „კითხულობს მასწავლებელი.“ შესაბამისაც მიღებული აქვს პრიზები, დიპლომები და მრავალი სიგელები. ზინაიდა ლობჟანიძე წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რადიოს მუშაობაში. მისი სტატიები და ლექსები გადაეცემოდა მედეა გეგეშიძის გადაცემაში „თანაგრძნობა“ და ილია კევლეშვილის „ათას ერთი წვრილმანი“ და ასეთ სხვადასხვა გადაცემებში მისი ნაწარმოებებიც ამით უფრო მეტ მკითხველს იზიდავდა. ამ ადამიანის წყალობით საზოგადოებრივ საქმიანობაში მნიშვნელოვანი არის მისი ინიციატივითა და თავჯდომარეობით აბასთუმანში რუსთაველის საზოგადოების დაფუძვნება. აღსანიშნავია ისიც რომ ქალბატონი ზინაიდა ლობჟანიძე 1950 წელს იყო მოწყობილი ალპინიადის მონაწილე. დაპყრობილი აქვს კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მწვერვალი ბრუტსაბძელი. იგი მწვერვალზე 100 ადამიანიდან №6 ავიდა და მიენიჭა „ალპინისტის პირველი საფეხური“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2019, გვ. 197-198