Microsoft Office — კორპორაცია Microsoft-ის მიერ შექმნილი საოფისე პროგრამების კომპლექტი, რომელიც განკუთვნილია Microsoft Windows და macOS-თვის. საზოგადოების წინაშე წარდგა 1989 წლის 1 აგვისტოს Microsoft-ის მიერ. თავდაპირველად საოფისე პაკეტი შეიცავდა შემდეგ პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა Visual Basic for Applications (VBA) სკრიპტის ენა. Microsoft-მა ასევე შემოიტანა Office Business Applications, რათა ბიზნეს გეგმებთან მუშაობა ყველასთვის ადვილი ყოფილიყო. Office-ს დღესდღეობით მილიარდობით ადამიანი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამინდელი ვერსია Office 2021 წარდგენილია 2021 წლის 5 ოქტომბერს. Microsoft-მა ასევე გამოუშვა საოფისე პროგრამა Android, iPhone და Windows Phone სმარტფონებისთვის.

Microsoft Office

Microsoft Office 2016-ის პროგრამები, მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედა კუთხემდე: Word, Excel, PowerPoint და Outlook
მწარმოებელი Microsoft
გამოვიდა 19 ნოემბერი, 1990; 33 წლის წინ (1990-11-19)
ბოლო გამოშვება Office 2021
პროგრამირების ენა C++[1]
ოს Microsoft Windows, macOS, Android, IOS
ენა 102[2]
ჟანრი საოფისე კომპლექტი
ლიცენზია Microsoft EULA

Word რედაქტირება

Microsoft Word არის "ტექსტური რედაქტორი" რომელიც ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროგრამაა. ის ფაილებს ძირითადად ინახავს .DOCX ფორმატში (სტანდარტში), რომელიც წარმოებულია Ecma International-სგან როგორც Office Open XML და მას აქვს SP2 განახლების მხარდაჭერა და შეზღუდული ODF. Word ასევე გამოიყენება Microsoft Works-ის სხვადასხვა გამოცემებში. ის ხელმისაწვდომია Windows და macOS პლატფორმებზე. Word-ის პირველი ვერსია პერსონალური კომპიუტერისთვის გამოვიდა 1983 წლის შემოდგომაზე და მუშაობდა MS-DOS სისტემაზე. Mac OS-თვის გამოიცა 1985 წელს. Microsoft Word-ის პირველი გრაფიკული ვერსია მუშაობდა Mac სისტემაზე.

Excel რედაქტირება

Microsoft Excel არის ელექტრონული ცხრილი, რომელიც კონკურენციას უწევს Lotus 1-2-3, მაგრამ შედარებით კარგად იყიდება. ის მუშაობს Windows და macOS პლატფორმებზე. Microsoft-მა Excel-ის ვერსია Mac OS-სთვის გამოუშვა 1985 წელს და იყო პირველი ვინდოუს ვერსია 1987 წლის ნოემბერში.

Access რედაქტირება

Microsoft Access არის ელექტრონული მონაცემთა ბაზების რელაციური მართვის სისტემა. აქვს ფართო გამოყენების ფუნქციები. იყენებს VBA (Visual Basic for Applications) ენას, რომლითაც შესაძლებელი ხდება დაიწეროს Access-ის სივრცეში, მონაცემთა ბაზებთან სამუშაო სხვადასხვა პროგრამა. პირველი ვინდოუს ვერსია გამოვიდა 1992 წლის ნოემბერში.

Outlook რედაქტირება

Microsoft Outlook (macOS-სთვის არის ცალკე სხვა პროგრამა - Microsoft Outlook for Mac, რომელსაც ადრე ერქვა Microsoft Entourage) არის პერსონალური ინფორმაციის მენეჯერი და e-mail კომუნიკაციის პროგრამა. Windows Messaging, Microsoft Mail, and Schedule-ში ის შედიოდა Office 97-დან მოყოლებული დღემდე და შეიცავს e-mail კლიენტს, კალენდარს, ამოცანათა მენეჯერს და მისამართების წიგნს. Mac OS-ზე ვინდოუსმა Outlook-ის შედარებით განხსხვავებული ვერსია გამოუშვა 1990 წელს, მასში შეგვეძლო გვესარგებლა Microsoft Exchange Server-ით. Office 2001-ში მან წარმოადგინა არტერნატიული აპლიკაცია, ოდნავ განხსვავებული ცვლილებებით და ეწოდა Microsoft Entourage. Office 2011-ში ეს ყველაფერი ჩაშენებულია

OneNote რედაქტირება

Microsoft OneNote არის ჩანაწერების და სხვადასხვა წერილობითი ინფორმაციის შესანახი ფორმა და გამოიყენება როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილებებში. პროგრამას შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, როგორიცაა: ასოების ხატვა, ხმოვანი წინადადება და ა.შ. ჩანაწერები ქსელის მეშვეობით შესაძლებელია გავუზიაროთ ჩვენთვის სასურველ ადამიანს. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, OneNote ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. Microsoft Office 2013-ში OneNote შეიცავს Microsoft Office-ის ყველანაირ შემოთავაზებას. OneNote ხელმისაწვდომია, როგორც უფასო ვებ აპლიკაცია OneDrive-ში ან Office Web Apps-ში, როგორც Windows-ის აპლიკაცია და ასევე Windows Phone, iOS, Android, Symbians, და Metro-style სისტემებისთვის, ხოლო მოგვიანებით Windows 8-თვის.

PowerPoint რედაქტირება

Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და macOS-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lextrait, Vincent. (January 2010) The Programming Languages Beacon, v10.0. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
  2. Language Accessory Pack for Office 2016. Microsoft. ციტირების თარიღი: 25 February 2016.