MS-DOS (ინგლ. Microsoft Disk Operating System — დისკური საოპერაციო სისტემა) — კომერციული საოპერაციო სისტემა Microsoft-ისაგან IBM PC-თავსებადი პერსონალური კომპიუტერებისათვის. MS-DOS — ყველაზე გავრცელებული სისტემაა DOS ოჯახიდან. დროთა განმავლობაში იგი შეცვალა Windows 9x და Windows NT სისტემების ოჯახმა.

MS-DOS შეიქმნა 1981 წელს, არსებობს მისი რვა სრული და ოცამდე სუბვერსია. 2000 წელს Microsoft-მა შეწყვიტა მისი განვითარება. ის წარმოადგენდა ამ კომპანიის მთავარ პროდუქტს 15-20 წლის განმავლობაში, რაზეც უამრავი პროგრამა შეიქმნა.

ბოლო მუშა ვერსიაა 6.22, MS-DOS სისტემის ჩამტვირთავად მუშაობს Windows 95-ში (ვერსიები 7.0 და 7.1), Windows 98-ში (ვერსია 7.1) და Windows ME-ში (ვერსია 8.0).

ისტორია რედაქტირება

 
MS-DOS 5.0-ის საინსტალაციო დისკეტები

1980 წელს ტიმ პეტერსონმა შექმნა QDOS (ინგლ. Quick-and-Dirty Operating System). მისი მეორე სახელია 86-DOS, რადგან Intel 8086 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ის ჰგავდა CP/M სისტემას, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ განსხვავებული ფაილების სისტემა ჰქონდა. Microsoft-მა მისი ლიცენზია 50000 დოლარად შეიძინა და გადასცა IBM კომპანიას 1980 წელს,ხოლო 1981 წლის ივლისში უკან გამოისყიდა 80000 დოლარად.

პირველი MS-DOS ბევრ შეცდომას შეიცავდა. მათ ასწორებდნენ IBM-ის პროგრამისტები. ამის შედეგად შეიქმნა PC DOS, მოგვიანებით ეს სისტემები გააერთიანეს (მეექვსე ვერსიამდე მათი განსხვავება რთული შესამჩნევია). PC DOS აყენებდნენ IBM-ის ორიგინალურ კომპიტერებზე, ხოლო MS-DOS სხვა მოწყობილობებზე.

ვერსიების ისტორია რედაქტირება

ვერსია თარიღი აღწერა
1.25 მარტი 1982 ერთადერთი დისკშემყვანის მხარდაჭერა 5,25" DS (Double Side) 320 კილობაიტი. FAT12.
2.0 მარტი 1983 დაემატა 10 მეგაბაიტამდე ვინჩესტერების მხარდაჭერა. დაემატა კატალოგების მხარდაჭერა (შესაძლებელი გახდა საქაღალდეების შექმნა) და ფაილებზე ოპერაციების რაოდენობა.
3.0 აგვისტო 1984 მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა ვინჩესტერის მხარდაჭერა 32 მბ-მდე და მისი გაყოფის შესაძლებლობა (ლოგიკურ და ჩამტვირთავ დისკებად).
3.1 ნოემბერი 1984 დაემატა Microsoft-ის ქსელთან მუშაობის უნარი.
3.2 იანვარი 1986 ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" DD 720 მეგაბაიტი.
3.3 აგვისტო 1987 ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" HD (High Density) 1,44 მეგაბაიტი. შესაძლებელი გახდა ვინჩესტერის რამდენიმე ლოგიკურ დისკად გაყოფა.
4.0 ივნისი 1988 ექსპერიმენტული ვერსია რომელიც არ გაიყიდა. ვინჩესტერების მხარდაჭერა 2 გეგაბაიტამდე. ფაილების სისტემა: FAT16. განკუთვნილია 8086 პროცესორისთვის, აქვს მეხსიერებასთან მუშაობის პრობლემები.
4.01 დელემბერი 1988 ძირითადად გასწორებულია წინა ვერსიის შეცდომები.
5.0 ივნისი 1991 მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა 3,5" ED 2,88 მეგაბაიტამდე. დაემატა ტექსტური რედაქტორი Edit, პროგრამირების ენა QBASIC, პროგრამა MS-DOS Shell.
6.0 მარტი 1993 მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა დისკების კომპრესორი DoubleSpace და დისკების დეფრაგმენტაციის საშუალება.
6.1 არ გამოსულა წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება.
6.2 ნოემბერი 1993 წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება.
6.21 თებერვალი 1994 Stac Electronics კომპანიამ უჩივლა Microsoft-ს რის შემდეგაც DoubleSpace პროგრამა ამოღებულ იქნა სისტემიდან.
6.22 ივნისი 1994 ახალი დისკების კომპრესორი — DriveSpace. დაემატა კირილიცური შრიფტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის.
7.0 აგვისტო 1995 შევიდა სისტემაში Windows 95.
7.1 აგვისტო 1996 გამოვიდა როგორც Windows 95 და Windows 98 სისტემების ნაწილი. დაემატა FAT32 და ვინჩესტერების მხარდაჭერა 127 გეგაბაიტამდე.
8.0 სექტემბერი 2000 შედის სისტემებში Windows ME, Windows 2000, Windows XP და Windows Vista. მისი ფუნქციონირება გაუარესდა, ამოიღეს მისი ფუნქციების უმრავლესობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MS-DOS&oldid=4643205“-დან