ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 9

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 172 279 სტატია.

სარჩევი რედ.
მთავარი სიახლეები რედ.
გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


რჩეული სტატია რედ.
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
13 მაისი — ამ დღეს... რედ.
დონა იზაბელა
დონა იზაბელა
  • 1836 : რუსეთში პირველი რკინიგზის ხაზის პეტერბურგი-ცარსკოე სელო-პავლოვსკის მშენებლობა დაიწყო.
  • 1846 : აშშ-ის მიერ ტეხასის ანექსიის გამო წარმოქმნილი უთანხმოების გამო აშშ-მა მექსიკას ომი გამოუცხადა.
  • 1880 : მენლოს პარკში (ნიუ-ჯერსი) თომას ედისონმა პირველი ელექტრო რკინიგზა გამოცადა.
  • 1888 : იზაბელა I-მა (სურათზე) ხელი მოაწერა ოქროს კანონს, რითაც ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
  • 1913 : იგორ სიკორსკი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ოთხძრავიანი თვითმფრინავის რუსკი ვიტიაზის პილოტირება მოახდინა.
  • 1960 : თავისუფალი სიტყვის მოძრაობის დაბადება: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო თემთა პალატის არაამერიკული საქმიანიობის კომიტეტის ვიზიტთან დაკავშირებით.
  • 2005 : ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა: უზბეკეთის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ანდიჟანში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.
  • იცოდით, რომ... რედ.

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:

    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    დობილი პროექტები რედ.
    ვიქსიკონი
    მრავალენოვანი ლექსიკონი
    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები და ტექსტები
    ვიკიციტატა
    ციტატების კრებული
    ვიკიწყარო
    საზოგადოებრივი დომენის ლიტერატურა
    ვიკისახეობები
    სახეობების კატალოგი
    ვიკისიახლეები
    მსოფლიო სიახლეების პორტალი
    ვიკისაწყობი
    მულტიმედიური ფაილების საცავი
    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია

    @მოგვწერეთ

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი