უილიამ პიტი (უმცროსი)

უილიამ პიტი უმცროსი (დ. 28 მაისი, 1759 — გ. 23 იანვარი, 1806) — XVIII-XIX საუკუნეების ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, უილიამ პიტი უფროსის შვილი.

უილიამ პიტი უმცროსი
William Pitt the Younger
უილიამ პიტი უმცროსი William Pitt the Younger
გაერთიანებული სამეფოს მე-16 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 დეკემბერი, 1783 – 14 მარტი, 1801
მონარქი  ჯორჯ III
წინამორბედიუილიამ კავენდიში-ბენტინკი, პორტლანდის ჰერცოგი
მემკვიდრეჰენრი ადინგტონი

გაერთიანებული სამეფოს 18-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1804 – 23 იანვარი, 1806
მონარქი  ჯორჯ III
წინამორბედიჰენრი ადინგტონი
მემკვიდრეუილიამ გრენვილი

დაბადებული28 მაისი, 1759
ჰეისი, კენტი
გარდაცვლილი23 იანვარი, 1806
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიატორი

1783 წელს, 24 წლის ასაკში, გახდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. მან დაკავებული თანამდებობა 1801 წელს დატოვა, თუმცა კვლავ დაიკავა 1804 წელს და შეინარჩუნა 1806 წლამდე, გარდაცვალებამდე. პრემიერ-მინისტრობის პარალელურად მას ეკავა ხაზინის კანცლერის თანამდებობა.

გაატარა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის ინდოეთის მმართველობის რეფორმა (1784). 1786 წელს საფრანგეთთან დადო სავაჭრო ხელშეკრულება. იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კოალიციისა, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის რესპუბლიკისა და იმპერიის წინააღმდეგ. უილიამ პიტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი დაემთხვა ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, საფრანგეთის რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება