ვაშლის მინაფრთიანა

ვაშლის მინაფრთიანა (ლათ. Synanthedon myopaeformis) — პეპელა ქერცლფრთიანების რიგისა. ფრთების შლილი 20-22 მმ. აქვს მოლურჯო-შავი სხეული. გამჭვირვალე ფრთები ზოგან ქერცლითაა დაფარული. საქართველოში გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ რაიონებში. აზიანებს სხვადასხვა მცენარეს, უმეტესად ვაშლს. მატლი ღეროსა და ტოტზე ქერქქვეშ აზიანებს ლაფანსა და მერქნის ზედაპირს, აკეთებს სავალებს. დაზიანებული ადგილიდან გადმოდის მოწითალო-ყავისფერი სითხე. მცენარეს ქერქი ეცვლება, სუსტდება და იღუპება.მატლი ზამთრობს ქერქქვეშ. პეპელა 250-მდე კვერცხს დებს ქერქზე. აქვს ორწლიანი გენერაცია.

ვაშლის მინაფრთიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  მინაფრთიანასებრნი
გვარი:  Synanthedon
სახეობა:  ვაშლის მინაფრთიანა
ლათინური სახელი
Synanthedon myopaeformis
(Borkhausen, 1789)

ბრძოლის ღონისძიებანი: მაღალი აგროტექნიკა, დაზიანებული ტოტებისა და ძველი ქერქის აცლა და დაწვა, ადრე გაზაფხულზე (კვირტის დაბერვამდე) 2%-იანი კარბოფოსის ან ტრიქლორმეტაფოს - ვაშლის შესხურება.

ლიტერატურა რედაქტირება