ლირა იყო ვატიკანის ვალუტა 1929-2002 წლებში.

ვატიკანის ლირა
lira vaticana (Italian)
500 ლირა
500 ლირა
კოდი ISO 4217 VAL
ქვეყანა ვატიკანის დროშა ვატიკანი
ოფიციალური
მომხმარებლები
ვატიკანის დროშა ვატიკანი, იტალიის დროშა იტალია, სან-მარინოს დროშა სან-მარინო
სიმბოლო ₤, £ ან L

ისტორია რედაქტირება

პაპის ოლქი, რომელიც იმ პერიოდში შემცირდა ძალიან მცირე ტერიტორიულ ერთეულამდე ქალაქ რომის სიახლოვეს, იყენებდა საკუთარ ლირას 1866 წლიდან 1870 წლამდე, მანამდე სანამ მისი წარმოება შეწყდა. ლატერანის ხელშეკრულების თანახმად 1929 წელს შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, სადაც ხელშეკრულების პირობების თანახმად შეიქმნა საკუთარი ფულის ერთეული, რომელიც ვატიაკნში იტალიურ ლირასთან ერთად გამოიყენებოდა. იტალიური ფულის გამოყენება გახდა შესაძლებელი ვატიკანში, ხოლო ვატიკანის ლირის გამოყენება ასევე გახდა კანონიერი იტალიასა და სან მარინოში.

2002 წელს, ვატიკანი გადავიდა ევროს გაცვლით კურსზე 1 ევრო = 1936,27 ლირას. ვატიკანს მიმოქცევაში აქვს ევრო მონეტების ნაკრები.

მონეტები რედაქტირება

1929 წელს, სპილენძის 5 და 10 ცენტიანები, ნიკელის 20 და 50 ცენტიანები, 1 და 2 ლირა და ვერცხლის 5 და 10 ლირას მონეტები შევიდა ხმარებაში. 1939 წელს, ალუმინი-ბრინჯაომ შეცვალა სპილენძი, 1940 წელს კი, უჟანგავმა ფოლადმა, ნიკელი. 1941 და 1943 წლებს შორის, შემცირდა სხვადასხვა დასახელების წარმოება.

1947 წელს, მოიჭრა ახალი ალუმინის მონეტები: 1, 2, 5 და 10 ლირა. 1951 წელს, აღნიშნული მონეტების ზომები შემცირდა. 1955 წელს, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 50 და 100 ლირა შევიდა ხმარებაში, შემდეგ ალუმინი-ბრინჯაოს 20 ლირა 1957 წელს და ვერცხლის 500 ლირა 1958 წელს. 1 და 2 ლირა ხმარებიდან ამოღებულ იქნა 1977 წელს, შემდეგ კი 5 ლირა 1978 წელს. ალუმინი-ბრინჯაოს 200 ლირა 1978 წელს იქნა მიმოქცევაში გაშვებული, შემდეგ ბი-მეტალის 500 და 1000 ლირა 1985 და 1997 წლებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Krause, Chester L.; Clifford Mishler (1991). Standard Catalog of World Coins: 1801–1991 (18th ed.). Krause Publications. ISBN 0873411501.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება