ვარსკვლავების აკადემია

ვარსკვლავების აკადემიაენდემოლის მიერ დადგმული წარმატებული სატელევიზიო შოუს ფორმატი, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.

”ვარსკვლავების აკადემიის” განსხვავებული ვერსიების ადგილმდებარეობა
  საკუთარი ვერსია
  საერთო ვერსია

შოუს შესახებ რედაქტირება

ფორმატი რედაქტირება

მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ვარსკვლავების აკადემიის უამრავი ვერსია. ყოველ ქვეყანას შოუს საკუთარი ვარიანტი გააჩნია, თუმცა ფორმატი ყველგან საერთოა: კონკურსანტები გარკვეული დროით დახურულ სასწავლებელში ცხოვრობენ. ამ სასწავლებელს ”აკადემია” ეწოდება და იმართება დირექტორის მიერ. მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა სახის არტისტულ დისციპლინებში წვრთნიან. მაყურებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს კონკურსანტთა აკადემიაში ცხოვრებას დღისა და ღამის განმავლობაში (კამერების იდეა გადმოღებულია ენდემოლისავე ცნობილი რეალური შოუდან ”Big Brother”). კვირაში ერთხელ მონაწილეები პრაიმ-ტაიმ შოუზე ასრულებენ მთელი კვირის მანძილზე მომზადებულ სასიმღერო ნომრებს, აქვე აჯამებენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში ”აკადემიაში” მიღწეულ წარმატებებსა და მარცხს. ხშირად პროექტი ცნობად სახეებს იწვევს და კონკურსანტებს მათთან ერთად სიმღერის საშუალებას აძლევს. კვირაში ერთხელ, მაყურებელთა ხმის მიცემის შედეგებითა და ჟიურის გადაწყვეტილებით ყველაზე სუსტი მონაწილე პროექტს ტოვებს. გამარჯვებული კი ჯილდოვდება საკუთარი CD-თ, ჩვეულებრივ გარკვეული ოდენობის თანხითაც.

ისტორია რედაქტირება

პროექტის იდეა ეკუთვნის ესპანურ პროდუქციულ კომპანიას Gestmusic, რაც წარმოადგენს ენდემოლის ესპანურ განშტოებას. საფრანგეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სატელევიზიო საშუალებით შოუს გავრცელება წამოიწყო 2001 წლის 20 ოქტომბერს. ორი დღის შემდგომ კი Operación Triunfo (პროექტის სახელწოდება ესპანურენოვან ქვეყნებში) ესპანეთმაც გადასცა.

მას შემდგომ, ვარსკვლავების აკადემიის ფენომენმა სწრაფი გზით გავრცელება იწყო და განსაკუთრებით დიდ პოპულარობას მიაღწია ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საფრანგეთი და რუსეთი.

დღეისათვის ვარსკვლავების აკადემია ”Big Brother”-ის შემდგომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეალური შოუა. მას გადასცემენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, არაბული სამყარო, აშშ. ის პირველი ესპანური ფორმატია, რაც ამ სახელმწიფოებმა აითვისეს. შოუ ემსგავსება ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა ”Idol”, მათ შორის განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ აკადემია, Idol-ისგან განსხვავებით, აშუქებს მონაწილეების პერსონალურ ცხოვრებას, მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.

ვარსკვლავების აკადემია სასიმღერო კონკურსია, რომელსაც ყოველ კვირას მაყურებელთა ხმის უმცირესობის მფლობელი კონკურსანტი ეთიშება, პროექტი კი გრძელდება მანამ, სანამ მაყურებელი ერთადერთ გამარჯვებულს არ გამოავლენს.

ვარსკვლავების აკადემია მსოფლიოში რედაქტირება

რეგიონი ადგილობრივი სახელწოდება / ოფიციალური საიტი არხი გამარჯვებული
       
       
     
აფრიკა[1]
Project Fame
საიტი დაარქივებული 2005-09-06 საიტზე Wayback Machine.
M-Net

სეზონი 1, 2004:   Lindiwe Alam

       
       
       
       
       
    არაბული სამყარო[2]
Star Academy
საიტი
Lebanese Broadcasting Corporation

სეზონი 1, 2003-2004:   Mohamed Attia
სეზონი 2, 2004-2005:   Hisham Abdulrahman
სეზონი 3, 2005-2006:   Joseph Attieh
სეზონი 4, 2006-2007:   Shatha Hassoun
სეზონი 5, 2007-2008:   Nader Quirat
სეზონი 6, 2009: მიმდინარე სეზონი

  არგენტინა Operación Triunfo
საიტი[მკვდარი ბმული]
Telefe

სეზონი 1, 2003: კლაუდიო ბასო
სეზონი 2, 2004-2005: ხოსე გარსია
სეზონი 3, 2005-2006: ბენჯამინ როზალესი
სეზონი 4, 2009: დამდეგი სეზონი

  ბელგია Star Academie (ფრანგული)
ფრანგული საიტი დაარქივებული 2003-10-24 საიტზე Wayback Machine.
RTL-TVi

სეზონი 1, 2002: მელანი მარტენი

Star Academy (ნიდერლანდური)
ნიდერლანდური საიტი
Kanaal Twee

სეზონი 1, 2005: Katerine Avgoustakis

  ბრაზილია FAMA
საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine.
Globo

სეზონი 1, 2002: ვანესა ჯექსონი
სეზონი 2, 2003: მარკუს ვინისიუსი
სეზონი 3, 2004: ტიაგო სილვა
სეზონი 4, 2005: ფაბიო სოუზა

  ბულგარეთი Star Academy
საიტი დაარქივებული 2006-12-05 საიტზე Wayback Machine.
Nova Television

სეზონი 1, 2005: მარინ იონჩევი

   
კანადა-კვებეკი
Star Académie
საიტი
TVA

სეზონი 1, 2003: უილფრედ ლე ბუტიიე
სეზონი 2, 2004: სტეფანი ლაპუანტი
სეზონი 3, 2005: მარკ-ანდრე ფორტენი
სეზონი 4, 2009: მიმდინარე სეზონი

  ჩილე Operación Triunfo
საიტი დაარქივებული 2009-06-15 საიტზე Wayback Machine.
Red Televisiva Megavisión

სეზონი 1, 2003: მონიკა როდრიგესი

     
აღმოსავლეთი აფრიკა[3]
Tusker Project Fame
საიტი დაარქივებული 2008-02-07 საიტზე Wayback Machine.
M-Net (აფრიკა)
NTV - Kenya (კენია)
Channel 10 (ტანზანია)
Uganda Broadcasting Corporation (უგანდა)

სეზონი 1, 2006:   ვალერი კიმანი

Tusker Project Fame
საიტი დაარქივებული 2008-02-07 საიტზე Wayback Machine.
Citizen TV (კენია)
StarTV (ტანზანია)
WBS (უგანდა)

სეზონი 2, 2008:   ესთერ ნაბაასა მუგიზი
სეზონი 3, 2009: დამდეგი სეზონი

  საფრანგეთი Star Academy
საიტი
TF1

სეზონი 1, 2001-2002: ჟენიფერ ბარტოლი
სეზონი 2, 2002: ნოლუენ ლერუა
სეზონი 3, 2003: ელოდი ფრეჟე
სეზონი 4, 2004: გრეგორი ლემარშალი
სეზონი 5, 2005: მაგალი ვაე
სეზონი 6, 2006: სირილ სინელიუ
სეზონი 7, 2007-2008: კანტენ მოსიმანი
სეზონი 8, 2008: მიკელ რეა

  საქართველო ვარსკვლავების აკადემია რუსთავი 2

სეზონი 1, 2008: დიტო ლაგვილავა
სეზონი 2, 2009: გაუქმდა

  გერმანია Fame Academy
საიტი[მკვდარი ბმული]
RTL II

სეზონი 1, 2003-2004: Become One [4]

  საბერძნეთი Fame Story
საიტი დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine.
ANT1

სეზონი 1, 2002-2003: Notis Christodoulou
სეზონი 2, 2004: კალომოირა სარანტი
სეზონი 3, 2004-2005: პერიკლეს სტერგიანოუდესი
სეზონი 4, 2006-2007: ლეონიდას ბალაფასი

  ინდოეთი Fame Gurukul
საიტი
Sony Entertainment Television

სეზონი 1, 2005: Qazi Touqeer & Ruprekha Banerjee

Celebrity Fame Gurukul [5]
საიტი

სეზონი 1, 2005: Amit Sareen

Fame X Academy[6]
საიტი
SAB

სეზონი 2, 2007: Rehan Khan

  იტალია Operazione Trionfo
საიტი დაარქივებული 2005-11-22 საიტზე Wayback Machine.
Italia 1

სეზონი 1, 2002: Bruno Cuomo

       
მაღრიბი[7]
Star Academy
საიტი დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine.
Nessma TV

სეზონი 1, 2007:   Hagar Adnane (Hajar Adnan)

  მექსიკა Operación Triunfo
საიტი დაარქივებული 2008-09-05 საიტზე Wayback Machine.
Televisa

სეზონი 1, 2002: დარინა მარკესი

  მოლდოვა Fabrica de staruri
საიტი დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine.
Prime
2 plus

სეზონი 1, 2008-2009: Alexandru Manciu

  ნიდერლანდები Star Maker
საიტი დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Wayback Machine.
Yorin
Veronica

სეზონი 1, 2001: K-otic [8]

Star Academy
საიტი
Yorin

სეზონი 2, 2002: შეწყდა

  ფილიპინები Pinoy Dream Academy
საიტი დაარქივებული 2008-05-27 საიტზე Wayback Machine.
ABS-CBN
Studio 23

სეზონი 1, 2006: Yeng Constantino
სეზონი 2, 2008: Laarni Lozada

Pinoy Dream Academy: პატარა მეოცნებეები სეზონი 1, 2008: Philip Nolasco
  პოლონეთი Fabryka Gwiazd
საიტი დაარქივებული 2008-07-26 საიტზე Wayback Machine.
Polsat

სეზონი 1, 2008: მარტინა მელოსიკი

  პორტუგალია [9] Operação Triunfo
საიტი დაარქივებული 2008-03-16 საიტზე Wayback Machine.
Rádio e Televisão de Portugal

სეზონი 1, 2003: სოფია ბარბოსა
სეზონი 2, 2003-2004: სოფია ვიქტორია
სეზონი 3, 2007-2008: ვანია ფერნანდესი

Academia de Estrelas
საიტი დაარქივებული 2009-01-12 საიტზე Wayback Machine.
TVI

სეზონი 1, 2002-2003: Mané Crestejo

Academia de Famosos [5]
საიტი დაარქივებული 2009-01-12 საიტზე Wayback Machine.

სეზონი 1, 2003: რომანა

  რუმინეთი Star Factory
საიტი დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine.
Prima TV

სეზონი 1, 2003-2004: ალექსი

  რუსეთი Фабрика Звезд
საიტი დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine.
1TV

სეზონი 1, 2002: "კორნი"
სეზონი 2, 2003: პოლინა გაგარინა
სეზონი 3, 2003: ნიკიტა მალინინი
სეზონი 4, 2004: ირინა დუბცოვა
სეზონი 5, 2004: ვიქტორია დაინეკო
სეზონი 6, 2006: დიმიტრი კალდუნი
სეზონი 7, 2007: ანასტასია პრიხოდკო
სეზონი 8, 2009: დამდეგი სეზონი

  ესპანეთი Operación Triunfo
საიტი დაარქივებული 2008-02-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
TVE

სეზონი 1, 2001-2002: როზა ლოპესი
სეზონი 2, 2002-2003: Ainhoa Cantalapiedra
სეზონი 3, 2003-2004: Vicente Seguí

Operación Triunfo
საიტი
Telecinco

სეზონი 4, 2005: სერხიო რივერო
სეზონი 5, 2006-2007: ლორენა გომესი
სეზონი 6, 2008: ვირჯინია მაესტრო
სეზონი 7, 2009-2010: დამდეგი სეზონი

  თურქეთი Akademi Türkiye
საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine.
ATV Turkey

სეზონი 1, 2004: ბარიშ აქარსუ

Star Akademi Türkiye
საიტი დაარქივებული 2006-04-06 საიტზე Wayback Machine.
Kanal 1

სეზონი 2, 2008: ბაჰადირ სალამი

  გაერთიანებული სამეფო Fame Academy
საიტი
BBC One
BBC Three

სეზონი 1, 2002:   დევიდ სნედონი
სეზონი 2, 2003:   ალექს პარკსი

Comic Relief Does Fame Academy[5]
საიტი

სეზონი 1, 2003:   უილ მელორი
სეზონი 2, 2005:   ედიტ ბოუმანი
სეზონი 3, 2007:   ტარა პალმერ-ტომკინსონი

Fame Academy Bursary
საიტი

სეზონი 1, 2004: დენიელ ალინსონი, დენიელ პაუელი,
დევიდ რიმბოლტი, შონა კიპლინგი & ვიშალ გოპალი
სეზონი 2, 2005: Unknown names
სეზონი 3, 2006: Unknown names
სეზონი 4, 2007: Unknown names

  უკრაინა Фабрика Зірок
საიტი დაარქივებული 2009-03-21 საიტზე Wayback Machine.
Novy TV

სეზონი 1, 2007-2008: Olga Tsibulska
სეზონი 2, 2008: Volodimir Dantes & Vadim Oliïnik

  აშშ The One: Making a Music Star
საიტი დაარქივებული 2009-06-20 საიტზე Wayback Machine.
American Broadcasting Company
Canadian Broadcasting Corporation (კანადა)

სეზონი 1, 2006: გაუქმდა[10]

       
დასავლეთი აფრიკა[11]
Project Fame
საიტი
NTA

სეზონი 1, 2008:   Inyanya Mbuk

         
დასავლეთ ბალკანეთი[12]
Operacija trijumf / Операција Триумф
Website დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine.
B92 (სერბეთი)
Nova TV (ხორვატია)
TV In (მონტენეგრო)
Radiotelevision of Bosnia-Herzegovina (FTV)/Radio Televizija Republike Srpske (RTRS) (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
A1 TV (მაკედონია)

სეზონი 1, 2008-2009:   Adnan Babajić
სეზონი 2, 2009-2010: დამდეგი სეზონი

  1. პან-რეგიონალური ვერსია 11 აფრიკული ქვეყნის მონაწილეობით: ბოტსვანა, განა, კენია, მალავი, ნამიბია, ნიგერია, სამხრეთი აფრიკა, ტანზანია, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე.
  2. ლიბანური წარმოების პან-არაბული ვერსია, სადაც მონაწილეობას იღებს 19 კონკურენტი არაბული სამყაროს ქვეყნებიდან: ალჟირი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, პალესტინა, კატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
  3. გაერთიანებული ვერსია კონკურენტებით კენიიდან, ტანზანიიდან და უგანდიდან.
  4. ექვსი წევრისგან შემდგარი ბანდა.
  5. 5.0 5.1 5.2 VIP ვერსია.
  6. სერიები წარმოადგენდა ენდემოლის Fame Gurukul-სა და FremantleMedia-ს Factor X-ის კომბინაციას. დადგმული იყო ენდემოლის მიერ.
  7. ადაპტაცია მაღრიბის არეალისთვის. მონაწილეობას იღებენ შემდეგი სახელმწიფოები: მაროკო, ალჟირი, ლიბია და ტუნისი.
  8. შვიდი წევრისგან შემდგარი ბანდა.
  9. ენდემოლმა შექმნა 2 ვერსია თითოეული არხისათვის.
  10. ეს სერია გაუქმებულ იქნა, ორი კვირისა და ოთხი ეპიზოდის შემდეგ, საბოლოო შედეგების გარკვევის გარეშე.
  11. ერთობლივი ვერსია კონკურენტებით განიდან, ლიბერიიდან, ნიგერიიდან და სიერა-ლეონედან.
  12. ერთობლივი ვერსია კონკურენტებით სერბეთიდან, ხორვატიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან და მაკედონიიდან.

ვარსკვლავების აკადემიის სპეც-კონცერტები რედაქტირება

ქვეყანა კონცერტი გამარჯვებული
  ესპანეთი "Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა)
  საფრანგეთი EUROBEST ჩენოა (ესპანეთიდან)
  საფრანგეთი WORLDBEST ელოდი (საფრანგეთიდან)

EUROBEST რედაქტირება

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
  ესპანეთი ჩენოა (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) "it 's raining men"
  ბელგია მელანი მარტენი "Like a prayer"
  გაერთიანებული სამეფო ლემარი (Fame Academy 1-ის ფინალისტი) "with or without you"
  პორტუგალია Mané Crestejo და ლიდია "Sussudio"
  საბერძნეთი Notis Christodoulou "1,2,3…Maria"
  საფრანგეთი ნოლუენ ლერუა "I will always love you"
  ნიდერლანდები სიტა ვერმეულენი "All I wanna do"
  რუსეთი კორნი "We will rock you"
  იტალია ბრუნო კუომო "Sorry seems to be the hardest word"

"Gala de los ganadores" (გამარჯვებულთა გალა) რედაქტირება

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
  ესპანეთი Ainhoa Cantalapiedra "Sobreviviré"
  მექსიკა დარინა მარკეზი "Mujer contra mujer"
  ბრაზილია ვანესა ჯექსონი "De volta pra mim"
  იტალია ბრუნო კუომო "L'atmosfera"

WORLDBEST რედაქტირება

ქვეყანა კონკურსანტი სიმღერა
  ესპანეთი მიგელი და დავინია (Operación Triunfo 3-ის ფინალისტები) "As"
  არგენტინა ემანუელი (Operación Triunfo 1-ის ფინალისტი) "Feel"
  გაერთიანებული სამეფო ალისტეირი (Fame Academy 2-ის ფინალისტი) "Everything I do"
  ბრაზილია ნალანდა (FAMA 1-ის ფინალისტი) "Whenever"
  ჩილე მონიკა როდრიგესი "Lady marmalade"
  საფრანგეთი ელოდი ფრეჟე "S'il suffisait d'aimer"
  ლიბანი ბრუნო (ლიბანიდან, Star Academy 1-ის ფინალისტი) "The cup of life"
  რუსეთი იულია (Фабрика Звезд 2-ის ფინალისტი) "Thorn"
  მექსიკა დარინა მარკესი "Hero"
  კანადა უილფრედ ლე ბუტიიე და Marie-Elaine "Turn around"
  გერმანია Become One "Fame"

ვარსკვლავების აკადემიის პაროდიები რედაქტირება

ვარსკვლავების აკადემიის მსგავსი პროექტები რედაქტირება

იცით თუ არა, რომ... რედაქტირება

  • როზა ლოპესი, ესპანეთიდან, პირველი გამარჯვებულია.
  • მექსიკაში ”აკადემიას” ”ინსტიტუტი” ეწოდა.
  • პორტუგალიაში დეკორაცია და აკადემია ესპანურს ზედმიწევნით ემსგავსება, ჩილეში კი - არგენტინულს.
  • მარინ იონჩევმა, ბულგარეთიდან, პროექტში 17 წლის ასაკში გაიმარჯვა.
  • დარინა მარკეზი (მექსიკიდან) და ქენტინ მოსიმანი (საფრანგეთიდან) ნომინირებული არასდროს ყოფილან.
  • პირველი სეზონის განმავლობაში ესპანეთში 6 მილიონი ალბომი გაიყიდა.
  • BBC-მ აკადემია გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ყურებად გადაცემად დაასახელა.
  • ბრაზილიის ტელევიზიის TV Globo რეიტინგი პროექტმა თითქმის ორჯერ გაზარდა.
  • იტალიაში, პროექტმა Operazione Trionfo 30 საუკეთესო ჩარტში საბოლოოდ 7 სიმღერა დააგროვა.
  • რუსული ”ვარსკვლავების ფაბრიკის” ვებსაიტს დღეში თითქმის 60 000 ადამიანი სტუმრობს.
  • ვანესა ჯექსონმა, ბრაზილიიდან პროექტში FAMA მაყურებელთა 18 მილიონი ხმით გაიმარჯვა.
  • არაბულ სამყაროში, აკადემია ყველაზე ყურებადი სატელევიზიო პროგრამაა.
  • ინდოეთმა პროექტის 2 გამარჯვებული გამოავლინა.
  • რუსეთში, პაშა არტემიევმა გადაწყვიტა მოგებული პრიზი მეგობრებთან გაენაწილებინა. ასე ჩამოყალიბდა რუსული ბოი-ბენდი ”კორნი”.
  • ”გამარჯვებულთა გალაში” მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო დევიდ შედონი, გაერთიანებული სამეფოდან, თუმცა მან წასვა ვერ შეძლო.
  • პორტუგალიაში, ორი სატელევიზიო არხი ენდემოლის მიერ დადგმული აკადემიის 2 განსხვავებულ ვერსიას გადასცემს.
  • დევიდ შედონმა (გაერთ. სამეფოდან) პროექტში თავის დროზე ჩაანაცვლა ნაომი, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა აკადემია ყელზე შექმნილი პრობლემების გამო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება