არაბული სამყარო (არაბ. العالم العربي‎ al-ʿālam al-ʿarabī) — შედგება არაბულენოვანი ქვეყნებისგან და ტერიტორიებისგან, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.

არაბული სამყარო. რუკა ეფუძნება იმ სტანდარტულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც ამ რეგიონს არაბული ლიგის ქვეყნები მიეკუთვნებიან.
არაბული ლიგის ქვეყნები

სტანდარტული განსაზღვრების თანახმად, არაბული სამყარო შედგება არაბული ლიგის 22 სახელმწიფოსა და ტერიტორიისგან, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ატლანტის ოკეანიდან (დასავლეთით) არაბეთის ზღვამდე (აღმოსავლეთით), ხმელთაშუა ზღვიდან (ჩრდილოეთით) სომალის ნახევარკუნძულამდე და ინდოეთის ოკეანემდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მთლიანი მოსახლეობა 340 მლნ ადამიანს შეადგენს, რომლის ნახევარიც 25 წელს ქვემოთაა.[1]

არაბული ნაციონალიზმის იდეა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგორდა, ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ნაციონალისტური მოძრაობების პარალელურად. 1945 წელს ჩამოყალიბდა არაბული ლიგა, რომლის მიზანიც არაბების ინტერესების დაცვა და, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნების პოლიტიკური ერთობის გაძლიერება იყო, რაც პანარაბიზმის სახელითაა ცნობილი.[2][3] 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში, არაბულ სამყაროში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მთავრობების წინააღმდეგ და მეტი დემოკრატიული უფლებების მოთხოვნისკენ.

ტერმინი „არაბული სამყარო“ მიუღებელია რეგიონში მცხოვრები არა არაბებისათვის, მაგალითად ისეთი არასემიტური ხალხებისთვის, როგორებიც არიან ბერბერები, ქურთები, რადგან ეს ტერმინი მთლიან რეგიონს არაბებს აკუთვნებს, როგორც იდენტურად, მოსახლეობის თვალსაზრისით ისე წარმოშობით, მაშინ, როდესაც არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ტერმინი ასევე მიუღებელია ზოგიერთი ადგილობრივი სემიტი უმცირესობებისთვის, მათ შორის არიან ასურელები; ისინი სირიასა და ერაყში არაბებამდე ბევრად ადრე სახლობდნენ. ასევე, კოპტი ეგვიპტელები საკუთარ თავს ეგვიპტელებად მიიჩნევენ და არა არაბებად.

შემადგენლობა რედაქტირება

სახელმწიფო ტერიტორია
(კმ²)
მოსახლეობა
(ად.)
დედაქალაქი
1   ალჟირი 2 382 741 33 769 668 ალჟირი
2   ბაჰრეინი 695 718 321 მანამა
3   ჯიბუტი 22 000 476 703 ჯიბუტი
4   ეგვიპტე 997 739 81 713 520 კაირო
5   დასავლეთი საჰარა [4] 252 120 393 831 ელ-აიუნი
6   იემენი 536 869 23 013 376 სანა
7   იორდანია 97 740 6 173 579 ამანი
8   ერაყი 435 317 28 221 180 ბაღდადი
9   კატარი 11 437 824 789 დოჰა
10   კომორის კუნძულები 2 170 798 000 მორონი
11   ქუვეითი 17 818 2 596 799 ელ-ქუვეითი
12   ლიბანი 10 452 3 971 941 ბეირუთი
13   ლიბია 1 775 500 6 173 579 ტრიპოლი
14   მავრიტანია 1 030 700 3 364 940 ნუაქშოტი
15   მაროკო 458 730 34 343 220 რაბატი
16   არაბეთის გაერთიანებული საამიროები 77 700 4 621 399 აბუ-დაბი
17   ომანი 212 457 3 311 640 მასკატი
18   პალესტინა 6 257 3 907 883
19   საუდის არაბეთი 1 960 582 28 146 656 ერ-რიადი
20   სირია 185 180 19 747 586 დამასკო
21   სომალი 637 657 9 800 000 მოგადიშო
22   სუდანი 1 866 068 30 894 000 ხარტუმი
23   ტუნისი 163 610 10 383 577 ტუნისი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Arab World Ministries
  2. Arab League Sends Delegation to Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  3. Arab League Warns of Civil War in Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  4. არაღიარებული სახელმწიფო.