ვალერიან რამიშვილი

ვალერიან რამიშვილი (დ. 14 იანვარი, 1907, დიდი ვანი — გ. 14 ნოემბერი, 1990) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967).

ვალერიან რამიშვილი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1907 (1907-01-14) (117 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში, გორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდგანყოფილების გამგე; პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959 წლიდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 1960-1968 წლებში იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1968 წლიდან — ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე. ავტორია 750 ნაშრომისა. მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას; ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1978 — იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1977 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 — საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები : დაწყ. კლ. ქართ. ენის მასწავლებელთათვის (ავტორი), თბ., განათლება, 1987, გვ. 358
  • განმავითარებელი სწავლების პრობლემატიკა დედა ენაში (ავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982, გვ. 91
  • მეტყველების კულტურის საკითხები: საშუალო სკოლაში : საშუალო სკოლაში (ავტორი), თბ., განათლება, 1971, გვ. 71
  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკა : [სახელმძღვ. პედ. ინ-ტების დაწყ. განათლ. პედ. და მეთოდ. ფაკ-ტების სტუდენტთათვის] (ავტორი), თბ., განათლება, 1969, გვ. 361
  • მშობლიური ლიტერატურა : V კლასის სახელმძღვ. (თანაავტორი), თბ., განათლება, 1969, გვ. 253

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 298.
  • ქართული ენა: ენციკლოპედია, თბ., 2008, გვ. 388

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება