ვალენტინ ალექსის ძე კარგინი (რუს. Валенти́н Алексе́евич Карги́н; დ. 23 იანვარი [ძვ. სტ. 10 იანვარი], 1907, ეკატერინოსლავი — გ. 21 ოქტომბერი, 1969, მოსკოვი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953), სოციალისტური შრომის გმირი (1966).

ბიოგრაფია რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკა-ქიმიური ინსტიტუტში, ხოლო 1956-1969 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კარგინის ძირითადი შრომები მიძღვნილია კოლოიდური სისტემებისა და განსაკუთრებით მაღალმოლეკულური ნაერთების ფიზიკურ ქიმიისადმი. შეისწავლა სარეაქციო არის სტრუქტურული მახასიათებლების როლი მაკრომოლეკულების წარმოქმნაში. 1956 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა სსრკ-ში პირველი მაღალმოლეკულურ ნაერთთა კათედრა.

ორდენები და პრემიები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება