ერტა პასკალ ტრუილიო

ერტა პასკალ ტრუილიო (ფრანგ. Ertha Pascal-Trouillot; დ. 13 აგვისტო, 1943, ჰაიტი, ქალაქი პეტიონ-ვილი) — ჰაიტის პირველი ქალი პრეზიდენტი 1990 წლის 13 მარტიდან 1991 წლის 7 თებერვლამდე. დაიბადა მჭედელ თიმოკლეს პასკალისა და მკერავ ლუიზა დიუმორნეს მრავალშვილიან ოჯახში.

ერტა პასკალ ტრუილიო
ჰაიტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მარტი, 1990 – 7 თებერვალი, 1991
წინამორბედიჟერარ აბრაამი
მემკვიდრეჟან ბერტრან არისტიდი

დაბადებული13 აგვისტო, 1943
პეტიონ-ვილი, ჰაიტი

განათლება რედაქტირება

საშუალო განათლება პეტიონ-ვილის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ სწავლა გააგრძელა გონევის სამართლის სკოლაში და 1971 წელს მიიღო იურიდიული მოღვაწეობის ლიცენზია , ხოლო იმავე წლის 8 ოქტომბერს მან ფიცი დასდო როგორც ადვოკატმა.

კარიერა რედაქტირება

1991 წლის 7 თებერვალს ხელისუფლება გადასცა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ჟან ბერტრან არისტიდს. ახალმა ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და 1991 წლის 4 აპრილს დააპატიმრეს თუმცა მეორე დღეს გამოუშვეს საპატიმროდან და ერთი წლით წავიდა ემიგრაციაში. ერტა არის წიგნების ავტორი კანონმდებლობის, ისტორიის და ქალთა უფლებების სფეროში.

ოჯახი რედაქტირება

1971 წელს ერტა ცოლად გაჰყვა ისტორიისა და ფრანგულის მასწავლებელს ერნსტ ტრუილიოს. 1987 წელს ერტა პასკალ ტრუილიო დაქვრივდა. ჰყავს ერთი გოგონა — იანთა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Geffrard, R.. (2017)Seule Ertha Pascal Trouillot a répondu à l'appel fr. Le Nouvelliste. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  • „Ertha Pascal-Trouillot - The Haitian Woman President“. Haiti Observer. 2017. ციტირების თარიღი: 20 February 2017.
  • Pascal-Trouillot, Ertha 1943–. Encyclopedia.com. ციტირების თარიღი: 13 December 2017.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ჟერარ აბრაამი
ჰაიტის პრეზიდენტი

19901991
შემდეგი:
ჟან ბერტრან არისტიდი