ერივანის პროვინცია (სეფიანთა სპარსეთი)

ერივანის პროვინცია (სპარს. ولایت ایروان, რომანიზებული: Velāyat-e Iravān), აგრეთვე, ცნობილი, როგორც Chokhur-e Sa'd (სპარს. چخور سعد) — სეფიანთა სპარსეთის ყოფილი პროვინცია, რომელიც ძირითადად მდებარეობდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. ერივანი (ერევანი) იყო პროვინციული დედაქალაქი და სეფიანი მმართველების სამყოფელი.[1]

ერივანი
Velāyat-e Iravān
Chokhur-e Sa'd

სეფიანთა სპარსეთის პროვინცია
1502 — 1736

სეფიანთა სპარსეთის ადმინისტრაციული დაყოფა სამხრეთ კავკასიაში
დედაქალაქი ერივანი (ერევანი)
ენა სპარსული, აზერბაიჯანული, ქურთული, სომხური
მმართველობის ფორმა პროვინცია
სომხეთი
აზერბაიჯანი
ირანი

თურქეთი

საკუთარი მმართველობის დასასრულს, სეფიანთა ადმინისტრაციული იურისდიქცია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ბაიაზიდი, მაღაზბერდი (ამჟამად, არპაჩაის რაიონის სოფელ უჩბოლუქის მახლობლად), მაკუ, ნახიჩევანი, სადარაკი, შადიდლუ, ზარუზბილი და დონბოლისის ტომობრივი რაიონი.[1]

ერივანისა და ყარაბაღის პროვინციები იყო ის ორი ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც ქმნიდა სპარსულ სომხეთს.[2][3]

ისტორია რედაქტირება

 
ერივანი, სომხეთი, XVIII ს.

პროვინციის ალტერნატიული სახელწოდებაა Chokhur-e Sa'd, რომელიც გამოიყენებოდა მე-14 საუკუნიდან მოყოლებული.[4] სახელწოდება გადმოღებულია თურქული საადლუს ტომის ლიდერის, ცნობილი ამირ საადის სახელიდან, რომელიც თემურლენგს წამოჰყვა ცენტრალური აზიიდან.[4][5] საადლუს ტომმა ამირ საადის ლიდერობის წყალობით მოიხვეჭა სახელი და დასახლდა ერივანის ტერიტორიაზე, სადაც ამირ საადი პროვინციის მმართველი გახდა.[4][5] Chokhur-e Sa'd სიტყვასიტყვით ნიშნავს "საადის ხეობას".[5]

ისტორიული სომხეთი, რომელიც მოიცავდა ერივანის პროვინციას, წარმოადგენდა სეფიანთა სპარსეთის ნაწილს ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული.[6] 1502 წელს სპარსეთის შაჰმა, ისმაილ I-მა დანიშნა ერივანის პირველი მმართველი, ხოლო სეფიანთა სამეფოს განკარგულებაში პროვინცია აღნიშნულია ჯერ კიდევ 1505 და 1506 წლებში. 1555 წლის ამასიის ზავის შედეგად, სეფიანები თამაზ I-ის (მეფ. 1524–1576 წლებში) მეთაურობით იძულებული გახდნენ შეჭრილიყვნენ ისტორიული სომხეთის დასავლეთ ნაწილში, რათა წინ აღდგომოდნენ ოსმალთა იმპერიის გაფართოებას.[7]

1578 წელს ოსმალები შეიჭრნენ სპარსეთში და 1583 წლისთვის ისინი დაეპატრონენ ერივანის პროვინციას. 1604 წელს სეფიანთა შაჰ-აბას I-მა (მეფ. 1588–1629 წლებში) ისინი გააძევა და ხელახლა დაამყარა სეფიანთა გამგებლობა.[8]

დაახლოებით ამავე დროს, შაჰ-აბას I-მა გამოსცა ბრძანება სომხური ტერიტორიებიდან სპარსეთის მიწის სიღრმეში სომხების მასობრივი დეპორტაციისა და ადგილმონაცვლეობის თაობაზე (რომელიც მოიცავდა ერივანის პროვინციასაც).

 
შაჰ სულეიმან I-ის ვერცხლის მონეტა (მეფ. 1666–1694 წწ.). მოიჭრა ნახიჩევანის ზარაფხანაში და თარიღდება 1684/5 წწ.-ით.

მე-17 საუკუნის დასაწყისიდან, კათოლიციზმში მოქცეული დაახლოებით 19 000 სომეხი ცხოვრობდა სამ ქალაქსა და ნახიჩევანის, ელინჯას, ჯაჰრის რეგიონების 12 სოფელში და რელიგიური მსახურება მიმდინარეობდა 10 კათოლიკურ ეკლესიაში.[9] როდესაც სეფიანთა მთავრობამ დაიწყო დაღმასვლა, მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, შაჰ სულეიმან I-ის მეფობის დროს (1666–1694 წლები), ნახიჩევანის კათოლიკე სომხების მდგომარეობა გაუარესდა.[9] რელიგიური შეუწყნარებლობისა და მმართველების მხრიდან უწესრიგობის ზრდის შედეგად, ნახიჩევანის კათოლიკე სომხების უმრავლესობა იძულებული გახდა მიეღო ისლამი.[9] დარჩენილი უმცირესობა, ან სომხეთის სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნდა, ან ემიგრირდა სმირნაში, კონსტანტინოპოლში, ბურსაში და ოსმალთა იმპერიის სხვა ქალაქებში.[9]

1639 წელს, სეფიანებმა და ოსმალებმა დადეს ზუჰაბის ხელშეკრულება. აღმოსავლეთ სომხეთი ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა, ხოლო დასავლეთ სომხეთი - წინააღმდეგობის გარეშე დარჩათ ოსმალებს. 1639 წლის შემდგომი პერიოდი პროვინციაში აღინიშნა მშვიდობითა და აყვავებით. მე-17 საუკუნის დასასრულს, ერივანის პროვინცია იმპერიის მასშტაბით კათოლიკე მისიონერების ცენტრად იქცა.[9]

1679 წელს, პროვინცია გახდა მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელმაც გამოიწვია მრავალი ღირსშესანიშნავი ნაგებობის დაზიანება და განადგურება.

 
შაჰ სოლტან ჰოსეინის (მეფ. 1694–1722 წლებში) ვერცხლის მონეტა, რომელიც მოიჭრა ერივანის ზარაფხანაში და თარიღდება 1711/2 წწ.-ით.

1714 წელს, პროვინციის დედაქალაქის მერი (kalantar), მუჰამედ რეზა ბეგი დაინიშნა ელჩის პოზიციაზე საფრანგეთში და გადაიბარა ლუი XIV-ის საელჩო 1715 წელს.[10]

1724 წელს, ოსმალები და რუსები შეიჭრნენ ნგრევის ზღვარზე მყოფ იმპერიაში. 1724 წლის კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების თანახმად, ისინი შეთანხმდნენ დაპყრობილი ტერიტორიების განაწილებაზე. ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალებმა მიიღეს ერივანის პროვინციის ტერიტორია.[11]

1735 წელს, ნადირ-ყოლი ბეგმა (მოგვიანებით, ცნობილი, როგორც ნადირ-შაჰი) აღადგინა სეფიანთა ბატონობა კავკასიაზე, რომელთა შორის იყო ერივანის პროვინცია. 1736 წელს, ნადირ-შაჰმა დაამხო სეფიანთა დინასტია, თავად გახდა შაჰი და, ამასთანავე, სათავე დაუდო აფშარიდების დინასტიის მმართველობას.

ზარაფხანა რედაქტირება

პროვინციული დედაქალაქი ერივანი სეიფანთა ზარაფხანის საცავი იყო. რამდენადაც სპარსეთში ოქრო და ვერცხლი ოსმალეთიდან შემოდიოდა, საზღვართან ახლოს მყოფი ქალაქების (ერივანი, თავრიზი და ტიფლისი) ზარაფხანები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სპარსული მონეტების მოჭრის საქმეში.[12] 1660-იან და 1670-იან წლებში ერივანის ზარაფხანის მეპატრონეს პოზიცია ადგილობრივ სომხებს ეკავათ.[13] 1691 წელს ნახიჩევანის ზარაფხანის მეპატრონეც სომეხი იყო.[13]

სეფიანთა ძალების განლაგება რედაქტირება

სეფიანთათვის ერივანის პროვინციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ნაწილობრივ იმ ფაქტის გამო, რომ ის ესაზღვრებოდა ოსმალთა იმპერიას.[1] ფრანგი მისიონერი და მოგზაური, პიერე სანსონი, რომელიც სპარსეთში იმყოფებოდა შაჰ სულეიმან I-ის (1666–1694 წლები) მართველობის დროს, წერდა, რომ ერივანის პროვინციაში განლაგებული იყო სეფიანთა დაახლოებით 12 000 ჯარისკაცი.[14]

რელიგიური და ეთნიკური კუთვნილება რედაქტირება

პროვინციაში უმრავლესობას შეადგენდნენ მუსლიმები, ხოლო ეთნიკური სომხები უმცირესობაში იყვნენ.[15] მე-14 საუკუნის შუა პერიოდამდე, სომხები წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ სომხეთის მოსახლეობის უმრავლეობას.[15] მე-14 საუკუნის დასასრულს, თემურლენგის კამპანიების შემდგომ, ისლამი გაბატონებული სარწმუნოება გახდა, ხოლო სომხები მოექცნენ უმცირესობაში აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე.[15]

მმართველების სია რედაქტირება

თარიღი გუბერნატორი
1502–? ყარაჩე-ელიას ბეიბორდლუ
1509–? ამირ ბეგ მოვსელუ ტორკმანი
1514–? ჰამზე ბეგი, ჰოსეინ ბეგის ვაჟი ლალე უშტაჯლუ
1516–1527 დივ სულთან რუმლუ
1527 სოლეიმან ბეგ რუმლუ
1549–1550 ჰოსეინ ხან სოლტან რუმლუ
1551–1568 შაჰყოლი სოლტან უშტაჯლუ, ჰამზე სოლტან ყაზაყის ვაჟი
1568–1575 ტოხმაყ ხან უსტაჯლუ
1575–1576 აბუ ტორაბ სოლტანი
1576–1577 ხალილ ხან აფშარი
1578–1583 ტოხმაყ ხან უსტაჯლუ
1583–1604 ოსმალური ოკუპაცია
1604–1625 ამირ ღუნე ხან აღჩე-ყოიუნლუ ქაჯარი (ანუ, სარუ ასლანი)
1625–1635 ტამასპ ალი ხანი აღჩე-ყოიუნლუ ყაჯარი (ანუ შირ-ბაჩე)
1635–1636 ოსმალეთის ოკუპაცია
1636–1639 კალბ ალი ხან აფშარი
1639–1648 მუჰამედყოლი [ბეგი] ხან ჩაღათაი
1648–1653 კაიხოსრო ხან ჩერკეზი
1654–1656 მუჰამედყოლი ხანი
1656–1663 ნაჯაფყოლი ხან ჩერკეზი
1663–1666 აბასყოლი ხან ყაჯარი (ამირ ღუნე ხანის შვილი)
1666–1674 სეფი ყან ლეზღი
1674 სარუ ხან ბეგი (დროებითი მმართველი)
1674–1679 სეფიყოლი ხანი
1679–1688 ზალ ხანი
1690–1693 მუჰამედყოლი ხანი
1693 ფარზ ალი ხანი
1695–1698 ალაჰყოლი ხანი
1700 ფარზ ალი ხანი
1704 მუჰამედ ხანი
1705 აბდ ოლ-მასუდ ხანი
?–1716 მუჰამედ-ალი ხანი
1716–? წინამორბედის უსახელო ვაჟი
1719–1723 მეჰრ-ალი ხანი
1723 მაჰმადყოლი ხანი
1724–1735 ოსმალეთის ოკუპაცია
1735–1736 სეფიანთა ჰეგემონია აღდგა ნადირ-ყოლი ბეგის მიერ (მოგვიანებით, ცნობილია, როგორც ნადირ-შაჰი)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Floor 2008, p. 171.
  2. Bournoutian 2006, p. 213.
  3. Payaslian 2007, p. 107.
  4. 4.0 4.1 4.2 Floor 2008, p. 170.
  5. 5.0 5.1 5.2 Bournoutian 1992, p. 2.
  6. Floor 2008, pp. 171, 299.
  7. Rayfield 2013, p. 171.
  8. Imber 2012, p. 92.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Kostikyan 2012, p. 374.
  10. Floor & Herzig 2012, p. 312.
  11. Mikaberidze 2011, p. 762.
  12. Matthee, Floor & Clawson 2013, pp. 5, 15, 53.
  13. 13.0 13.1 Matthee, Floor & Clawson 2013, p. 14.
  14. Floor 2001, p. 212.
  15. 15.0 15.1 15.2 Bournoutian 1980, pp. 11, 13–14.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bournoutian, George A. (1980). "The Population of Persian Armenia Prior to and Immediately Following its Annexation to the Russian Empire: 1826–1832". The Wilson Center, Kennan Institute for Advanced Russian Studies. ცარიელი დამოწმება (დახმარება): Cite journal requires |journal= (help)
  • Bournoutian, George A. (1992). "The Khanate of Erevan Under Qajar Rule: 1795–1828". Persian Studies Series. Mazda Publishers. ცარიელი დამოწმება (დახმარება): Cite journal requires |journal= (help)
  • Bournoutian, George A. (2006). A Concise History of the Armenian People (5 ed.). Costa Mesa, California: Mazda Publishers. ISBN 1-56859-141-1.
  • Floor, Willem (2001). Safavid Government Institutions. Costa Mesa, California: Mazda Publishers. ISBN 978-1568591353.
  • Floor, Willem M. (2008). Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration, by Mirza Naqi Nasiri. Washington, DC: Mage Publishers. pp. 1–337. ISBN 978-1933823232.
  • Floor, Willem; Herzig, Edmund, eds. (2012). Iran and the World in the Safavid Age. I.B. Tauris. ISBN 978-1780769905.
  • Kostikyan, Kristine (2012). "European Catholic Missionary Propaganda among the Armenian Population of Safavid Iran". In Floor, Willem; Herzig, Edmund (eds.). Iran and the World in the Safavid Age. I.B.Tauris. ISBN 978-1780769905.
  • Hacikyan, Agop Jack; Basmaijan, Gabriel; Franchuk, Edward S.; Ouzounian, Nourhan, eds. (2005). "The Heritage of Armenian Literature". The Heritage of Armenian Literature: From the eighteenth century to modern times. Detroit: Wayne State University Press. p. 133. ISBN 978-0814332214.
  • Imber, Colin (2012). "The Battle of Sufiyan, 1605: A Symptom of Ottoman Military Decline?". In Floor, Willem; Herzig, Edmund (eds.). Iran and the World in the Safavid Age. I.B.Tauris. ISBN 978-1780769905.
  • Matthee, Rudi; Floor, Willem; Clawson, Patrick (2013). The Monetary History of Iran: From the Safavids to the Qajars. I.B. Tauris. pp. 1–320. ISBN 978-0857721723.
  • Mikaberidze, Alexander, ed. (2011). Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia (Vol. 1). ABC-CLIO. ISBN 978-1598843378.
  • Payaslian, Simon (2007). The History of Armenia: From the Origins to the Present. Palgrave Macmillan. ISBN 978-0230608580.
  • Rayfield, Donald (2013). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books. ISBN 978-1780230702.