სომხეთი ირანის შემადგენლობაში (1502–1828)

სომხეთი ირანის შემადგენლობაში (1502–1828) — ეხება აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიას, როდესაც ის ირანის იმპერიის შემადგენლობაში იყო. სომხეთი ისტორის მანძილზე გაყოფილი იყო ნაწილებად, ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიისა და სასანიანთა იმპერიის დროიდან, მე -5 საუკუნის დასაწყისში. სომხეთში არაბებისა და სელჩუკების მიერ დაპყრობების შემდეგ დასავლეთი ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა, საბოლოოდ გახდა ოსმალეთის იმპერიის . ასე გაგრძელდა მანამ, სანამ იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არ გადავიდა XIX საუკუნეში, 1828 წლის თურქმენჩაის ხელშეკრულების თანახმად.

სეფიანთა იმპერიის რუკის ნაწილი

სეფიანთა იმპერია რედაქტირება

1604 წელს შაჰ აბას I- მა გაილაშქრა ოსმალთა წინააღმდეგ არარატის ხეობაში. ძველ სომხურ ქალაქი ჯულფაში, ნახიჩევანის პროვინციაში, ადრეულ პერიოდში შეიჭრა. აქედან კი, აბასის ჯარი გაიშალა არარატის დაბლობზე. შაჰმა ფრთხილი სტრატეგია აირჩია, ჯენ წინ მიიწია და უკან დაიხია, როგორც ამა მოითხოვდა კონკრეტული შემთხვევა.

ყარსის ალყაში მოქცევისას მან შეიტყო დიდი ოსმალეთა ჯარის მიახლოების შესახებ, რომელსაც მეთაურობდა ქოჯა სინან-ფაშა. გაცემული იქნა ბრძანების გატანა; მაგრამ იმისთვის, რომ მოსახლეობას უარი არ ეთქვა გადასახლებაზე, მან უბრძანა დაბლობზე სომხური ქალაქებისა და მეურნეობების განადგურება. დაახლოებით 300 000 ადამიანი მალევე იქნა განთავსებული მდინარე არაქსის ნაპირებზე. ჯულფა განიხილებოდა, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა; მისი ევაკუაცია კი დაევალა ქართველ თავადს, ჰანის თამაზ ბეკს. მან ჯულფას მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მათ სამი დღე ჰქონდათ რათა გამგზავრებულიყვნენ ირანში; თუ ვიმე ჯერ კიდევ ქალაქში იქნებოდა ამ სამი დღის შემდეგ მას მოკლავდნენ. ვინც ამ მასობრივ დეპორტაციას შეეწინააღმდეგა, უშუალოდ მოკლეს. შაჰს ადრე ჰქონდა ბრძანება ჯულფას ერთადერთი ხიდის განადგურებისა, და მიუხედავად იმისა, რომ ირანელი ჯარისკაცები ჯულფიას მოსახლეობას ეხმარებოდნენ ცხენებითა და აქლემებით გადასვლაში, სხვა დანარჩენი დევნილები საკუთარ თავზე უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი, ამიტომაც ხალხი იძულებული იყო წყლით გადასულიყო მეორე ნაპირზე, სადაც ბევრი მათგანი დაიხრჩო, ვინაიდან ისინი დინებამ გაიტაცა, სანამ მოპირდაპირე ნაპირამდე მიაღწევდნენ. ეს მხოლოდ მათი უბედურების დასაწყისი იყო. ერთი თვითმხილველი, მამა დე გვანი, ასე აღწერს ლტოლვილთა მაშინდელ მდგომარეობას:

არა მხოლოდ ზამთრის სიცივემ განაპირობებდა დევნილთა წამებასა და სიკვდილს. არამედ ყველაზე დიდი ტანჯვა შიმშილობამ მოიტანა. ბავშვები ტიროდნენ საჭმლისთვის ან რძისთვის, რომელთაგან არცერთი არ იშოვებოდა, რადგან ქალის ძუძუც ამოიწურა შიმშილისგან. მათი შვილები გზაზე იდგნენ და აგრძელებენ ამ ტანჯულ მოგზაურობას. ზოგი მიდიოდა მეზობელ ტყეებში, რაიმე საჭმლის საძიებლად. ჩვეულებრივ, ისინი არ ბრუნდებოდნენ. ხშირად ისინი, ვინც იღუპებოდნენ, ცოცხლების საკვებს წარმოადგენდნენ.

დეპორტირებული 300 000 ადამიანიდან, დადგენილია, რომ ნახევარზე მეტი გადაურჩა ამ რთულ მარშრუტს. დაპყრობილ ტერიტორიებზე შაჰ აბასმა დააფუძნა ერივანის სახანო, მუსულმანური სამთავრო, სეფიანთა იმპერიის მმართველობის ქვეშ. 1605 წელს სომხები შეადგინეს რეგიონის მოსახლეობის 20% -ზე ნაკლებს. [1][2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Bournoutian, George A. (1980). „The Population of Persian Armenia Prior to and Immediately Following Its Annexation to the Russian Empire, 1826-1832“. Wilson Center, Kennan Institute for Advanced Russian Studies: 1–16. ციტირების თარიღი: 28 January 2016.
  • Olson (1994) An Ethnohistorical Dictionary of the Russian and Soviet Empires. Greenwood Publishing Group, გვ. 44–45. ISBN 978-0313274978. 
  • Nasiri, Ali Naqi; Floor, Willem M. (2008) Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration. Mage Publishers. ISBN 978-1933823232. 
  • Matthee, Rudi (2012) Persia in Crisis: Safavid Decline and the Fall of Isfahan. I.B.Tauris. ISBN 978-1845117450. 
  • Floor, Willem M. (2008) Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration, by Mirza Naqi Nasiri. Washington, DC: Mage Publishers. ISBN 978-1933823232. 

სქოლიო რედაქტირება

  1. Hewsen, Robert H. (2001). Armenia: A Historical Atlas. The University of Chicago Press, გვ. 168. ISBN 0-226-33228-4. 
  2. von Haxthausen, Baron (2000). Transcaucasia: Sketches of the Nations and Races between the Black Sea and the Caspian. Adamant Media Corporation, გვ. 252. ISBN 1-4021-8367-4.