ერედის წმინდა გიორგის ეკლესია

ერედის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში (კამარა, კონქი, სატრიუმფო თაღი) გამოყენებულია კვადრატული აგური. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი გარედან ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია. აფსიდში გაჭრილია ფართო სწორკუთხა სარკმელი; ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ეკლესიის დასავლეთ კედელთან კუთხის პილასტრებია, რომლებსაც ოდნავ შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ინტერიერში კედლები შელესილია და დაფარულია მდარე მხატვრობით. გარედან კედლები დასრულებულია აგურის თაროსებრი ლავგარდნით.

ეკლესიას გარს აკრავს რიყის ქვით ნაგები გალავანი. შესასვლელი სწორკუთხაა (2,6 X 2,5 მ). გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული კამაროვანი გასასვლელია, ხოლო მეორე - სამრეკლოს ფანჩატური.

ლიტერატურა რედაქტირება