ეპონა (ლათ. Epona) — მეცხენეობის გალიური ქალღმერთი. მფარველობდა ცხენებს, აქლემებს, ვირებს, მეხრეებს და მეეტლეებს. გალების ქვეყნიდან ეპონას კულტი მთელს რომის იმპერიაში გავრცელდა. ცხენზე ან აქლემზე მჯდომარე ქალღმერთის გამოსახულებას ათავსებდნენ თავლებსა და სამხედრო ბანაკებში. ეპონას ხელში ყვავილები ან ხილი ეჭირა. რომში არსებობდა ეპონას მონათესავე ქალღმერთის — ბუბონას კულტი, რომელიც რქიანი პირუტყვის მფარველად ითვლებოდა. [1]

ეპონას გამოსახულება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 110 - თბილისი, „განათლება“, 1972.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე.