ვირი (ლათ. Asinus) — კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარი ცხენისებრთა ოჯახისა. ცხენისაგან განსხვავებით, აქვს გრძელი ყურები, დიდი თავი, ვიწრო ჩლიქები, წვრილი კუდი, რომელიც მთავრდება გრძელი ბალნის ფუნჯით. გარეული ვირი გავრცელებულია აფრიკაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. მცირე ჯოგებად ბინადრობს უდაბნოებსა და ველებზე. იკვებება ბალახით. გვარში ერთი სახეობაა — აფრიკული გარეული ვირი (Equus (Asinus) africanus), რომელიც გავრცელებულია სომალიში, ეთიოპიაში, ერიტრეაში. ვირის გვარი მეტად მცირერიცხოვანია. დედა ვირი წელიწადში ერთ ჩოჩორს იძლევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-18 წელია.

ვირი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ცხენისებრნი
ქვეგვარი:  ვირი
ლათინური სახელი
Asinus

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვირი&oldid=4289916“-დან