ემანუელე ჯაკერინი

ემანუელე ჯაკერინი (დ. 5 მაისი, 1985; ბიბიენა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ სანდერლენდისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. თამაში შეუძლია ასევე მარჯვენა და მარცხენა ფლანგურ პოზიციებზე.

ემანუელე ჯაკერინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ემანუელე ჯაკერინი
დაბადების
თარიღი
5 მაისი, 1985
დაბადების
ადგილი
ბიბიენა, ტოსკანა, იტალია
სიმაღლე 1.67 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სანდერლენდი
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
ჩეზენა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2011 ჩეზენა 97 (20)
2004–2005ფორლი (იჯარით) 22 (1)
2005–2007ბელარია იგეა (იჯარით) 37 (3)
2007–2008პავია (იჯარით) 28 (9)
2011-2013 იუვენტუსი 40 (4)
2013- სანდერლენდი 22 (4)
ეროვნული ნაკრები
2012- იტალია 18 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი 2013

კარიერა დაიწყო 2004 წელს ჩეზენაში.

2011 წლის 25 აგვისტოს იუვენტუსმა 50%-იანი უფლებით, ემანუელე გადაიბირა €3 მილიონის სანაცვლოდ. 2011 წლის 8 დეკემბერს იტალიის თასის შეჯიბრში, ბოლონიის კარში გაიტანა პირველი გოლი იუვენტუსის მაისურით. ასევე 2012 წლის 21 იანვარს გაიტანა პირველი გოლი სერია ა-ში, იუვენტუსის მაისურით, ატალანტასთან შეხვედრაში, ბერგამოელების მოედანზე, რომელიც ტურინელთა გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 2-0.

2012 წლის ივნისში ტურინულმა კლუბმა გამოისყიდა დარჩენილი 50%-ის უფლებები €4.25 მილიონის სანაცვლოდ.

2013 წლის 16 ივლისს, სანდერლენდმა ოფიციალურად გაიფორმა ჯაკერინი, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ტიტულები რედაქტირება

იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება