ბოლონია (საფეხბურთო კლუბი)

ბოლონია (იტალ. Bologna F.C. 1909) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, ამავე სახელწოდების პროვინციიდან, ემილია-რომანია. დაარსდა 1909 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ რენატო დალ არაზე, რომელიც 38 279 მაყურებელს იტევს.

ბოლონია
ბოლონიის ლოგო
სრული სახელი Bologna Football Club 1909 SpA
მეტსახელი წითელ-ლურჯები (იტალ. Rossoblu)
დაარსდა 3 ოქტომბერი, 1909; 114 წლის წინ (1909-10-03)
სტადიონი რენატო დალ არა,
ბოლონია, იტალია
(ტევადობა: 38,279 მაყურებელი)
პრეზიდენტი კანადის დროშა ჯოუი საპუტო
მწვრთნელი იტალიის დროშა რობერტო დონადონი
კაპიტანი იტალიის დროშა დანიელე გასტადელო
ლიგა სერია A
2019-20 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

კლუბი შედიოდა სერია A-ს დამაარსებელ კლუბებს შორის, 1929 წელს. „ბოლონიას“ 7-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული, შედეგად არის მე-6 ყველაზე წარმატებული კლუბი ჩემპიონატის ისტორიაში.

ისტორია რედაქტირება

კლუბის ფორმაცია შეიმუშავა ავსტრიელმა ემილიო არნშტაინმა, რომელიც ფეხბურთით უნივერსიტეტში დაინტერესდა, ვენასა და პრაღაში. მან და მისმა ძმამ ავსტრიაშიც დააარსეს საფეხბურთო კლუბი, სახელად „ბლექ სტარი“.

საფეხბურთო კლუბი „ბოლონია“ დაარსდა 1909 წლის 3 ოქტომბერს, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბოლონიაში. მისი ფორმირებისას კლუბის სპონსორი და გენერალური მენეჯერი იყო კარლო სანდონი, პრეზიდენტი შვეიცარიელი ლუი რაუნჩი იყო, თავად გვიდო დელა ვალეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, მდივანი - ენრიკო პანალია, მოლარე - სერგიო ლამპრონტი, ხოლო საბჭოს წევრები იყვნენ ემილიო არნშტაინი და ლეონე ვინჩენცი.

1910 წლის 20 მარტს, „ბოლონიამ“ ჩაატარა მისი პირველი მატჩი „ვირტუსის“ წინააღმდეგ. მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით, 9-1 დასრულდა. პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: კოხი, კიარა, პესარელი, ბრაგალია, გვიდო დელა ვალე, ნანი, დონატი, რაუკი, ბერნაბეუ, მეძანო და გრადი.

კლუბმა ფორმალური სეზონი რეგიონალურ ლიგაში გაატარა. გუნდს არიგო გრადი კაპიტნობდა. „ბოლონია“ შეძლო ლიგის მოგება და აღზევება ლიგაში სახელად „ჯგუფი ვენეტო-ემილიანო“. ახალ ლიგაი კლუბმა 4 სეზონი გაატარა და მე-5 ადგილზე დაბალი პოზიცია არ დაუკავებია. „ბოლონია“ შეუერთდა ჩრდილოეთის ლიგას, სანამ ყველა საფეხბურთო ლიგა პირველი მსოფლიო ომის გამო შეჩერდებოდა.

ჩემპიონები: 1920-იანი და 1930-იანი წლები რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, „ბოლონიამ“ უფრო წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა. ჩრდილოეთ იტალიის ჩემპონატში პირველად შეძლო ნახევარფინალში გასვლა, 1919-20 წლების სეზონში. მათ ასევე ჩაატარეს ერთი უკეთესი სეზონი, როდესაც შეძლეს ჩრდილოეთის ლიგის ფინალში გასვლა, სადაც „პრო ვერჩელისთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 2-1. 1923-24 წლების სეზონში შეძლეს შედეგის გამეორება, ამჯერად ეროვნულ ჩემპიონ „ჯენოასთან“ დამარცხდნენ.

 
„ბოლონია“ იტალიის ჩემპიონობისას, 1936-37 წლების სეზონში.

„ბოლონია“ ჩრდილოეთის და ეროვნული ლიგის ჩემპიონი პირველად 1924-25 წლების სეზონში გახდა, 5 რთული მატჩის მოგების შემდეგ „ჯენოას“ დამარცხებაც შეძლეს, რამაც ლიგურიელი გულშემატკივარის გაღიზიანება გამოიწვია. რამდენიმე სეზონის შემდეგ, 1928-29 წლების სეზონში „ბოლონია“ მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონი. ამ სეზონის შემდეგ იტალიის უმაღლესი ლიგის ფორმატი შეიცვალა და სახელად სერია A ეწოდა.

მეორე მსოფლიო ომამდე ჩემპიონის ტიტული „ბოლონიამ“ კიდევ 4-ჯერ მოიპოვა: 1935-36, 1936-37, 1938-39 და 1940-41 წლების სეზონებში.

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კლუბის წარმატებებმა იკლო. მთელი 1850-იანების და 1960-იანების მანძილზე, კლუბი ძირითადად მე-4, მე-5 და მე-6 ადგილს იკავებდა ჩემპიონატში, სანამ 1963-64 წლების სეზონში ჩემპიონობა არ დაიბრუნეს. ეს იყო ბოლო, მე-7 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული კლუბისთვის. „ბოლონია“ ასპარეზობდა 1964-65 წლების ევროპის თასზე (ამჟამად ჩემპიონთა ლიგა), მაგრამ შესარჩევ ეტაპზევე გამოეთიშა „ანდერლეხტთან“ დამარცხების შემდეგ,

 
ბოლონიას ბოლო „სკუდეტო“, 1963-64 წლების სეზონი.

1970-იან წლებში კლუბი ორჯერ გახდა იტალიის თასის მფლობელი, მე-2 ტიტული, რომელშიც „პალერმო“ დაამარცხა, სადავო იყო. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ბოლონიამ“ იმარჯვა, ანგარიშით 4-3.

დაქვეითება და აღზევება რედაქტირება

1981-82 წლების სეზონის დასაწყისში, კლუბმა უკანსვლა დაიწყო. პირველ რიგში დაქვეითდა სერია A-დან, გადარჩენისთვის ბრძოლა წააგო „კალიარითან“ და „ჯენოასთან“. შემდეგ სეზონშივე კლუბი სერია C1-ში დაქვეითდა. მომავალ წელს „ბოლონიამ“ შეძლო სერია B-ში დაბრუნება, ხოლო 4 წლის შემდეგ, 1988-89 წლების სეზონისთვის სერია A-შიც აღზევდა.

უმაღლეს ლიგაში დიდი ხანი არ დარჩენილა, 1991 წელს „ბოლონია“ ისევ დაქვეითდა, ხოლო 1993 წლისთვის სერია C1-ში დაბრუნდა. 1996 წელს კლუბი კვლავ სერია A-ში აღზევდა. 2 წლის შემდეგ, „ბოლონიამ“ შეძლო ევროტურნირებზე მიეღწია წარმატეას, გახდა ინტერტოტოს თასის გამარჯვებული და უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სერია A-ში იასპარეზა 2004-05 წლების სეზონამდე, სადაც დასაქვეითებელ პლეი-ოფში „პარმასთან“ დამარცხდა.

სერია B რედაქტირება

მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშის წასვლისა, „ბოლონიამ“ გადაწყვიტა 2005-06 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის ებრძოლა. მიუხედავად ამბიციისამ კლუბმა სეზონი სუსტად დაიწყო, რაც გამოცდილი მწვრთნელის, რენცო ულივიერის წასვლით იყო განპირობებილი, მისი ადგილი მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა მანდორლინიმ დაიკავა.

ამ დროისთვის კლუბი ჯუზეპე გაძონი გრასკარასგან შეიძინა ადგილობრივმა მეწარმემ, ალფრედო კაძოლამ. მიუხედავად იმისა, რომ მანდორლინიმ კლუბს კარგი შედეგები მოუტანა, იგი 2006 წლის 5 მარტს გაათავისუფლეს. მწვრთნელად დაბრუნდა ულივიერი. 2005-06 წლების სერია B-ს გათამაშებაში „ბოლონიამ“ მე-8 ადგილი დაიკავა. 2006-07 წლების სეზონში კი მე-7 ადგილი. პრეზიდენტ კაძოლას და მწვრთნელ ულივიერის შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა, შედეგად 2007 წლის 14 აპრილს ულივიერი დაითხოვეს. მისი ადგილი დროებით მისმა თანაშემწემ, ლუკა კეჩონიმ დაიკავა. 2007-08 წლების სეზონისთვის, კლუბი ჩაიბარა დანიელე არიგონიმ, რომლის დახმარებითაც წითელ-ლურჯებმა სერია B-ში მე-2 ადგილი დაიკავეს და აღზევდნენ უმაღლეს ლიგაში.

სერია A რედაქტირება

2008 წლის ზაფხულში, კლუბის შეძენა ამერიკულ კონსორციუმს სურდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და კლუბი გაიყიდა ადგილობრივ ჯგუფზე, რომელსაც მეთაურობდა პრეზიდენტი ფრანჩესკა მენარინი. იგი გახდა მე-2 ქალი პრეზიდენტი სერია A-ში. მწვრთნელად დაინიშნა არიგონი, რომლის მოღვაწეობა შთამბეჭდავად დაიწყო, „ბოლონიამ“ სან სიროზე 1-2 დაამარცხა „მილანი“, გამარჯვების გოლი ფრანჩესკო ვალიანიმ გაიტანა. მომავალ ტურებში კლუბი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, „კალიარისთან“ 5-1 წაგებული მატჩის შემდეგ, 2008 წლის 3 ნოემბერს, მთავარმა მწვრთნელმა დანიელე არიგონიმ პოსტი დატოვა. მისი ადგილი სინიშა მიხაილოვიჩმა დაიკავა.[1]

2009 წლის 14 აპრილს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჯუსეპე პაპადოპულო, მისი დახმარებით კლუბმა შეინარჩუნა ადგილი სერია A-ში, შეძლო სეზონის ბოლო მატჩის მოგება. 2009-10 წლების სეზონში, „ბოლონიამ“ 65-ე სეზონი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში და მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ახალი მწვრთნელის, ფრანკო კოლომბას დახმარებით აირიდა სერია B-ში დაქვეითება.

2010 წლის ივნისში, მენარინის ოჯახმა კლუბის აქციები მიჰყიდა სარდინიელ მეწარმეს, სერგიო პორკედას. 2010-11 წლების სეზონის დაწყებისას, ფრანკო კოლომბა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, მიუხედავად მისი წვლისისა დაქვეითების აცილებაში. კლუბის პრეზიდენტმა, სერგიო პორკედამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო გუნდის სკეპტიკური განწყობის გამო.[2]

ტიტულები რედაქტირება

 
პრეზიდენტი რენატო დალ არა (მარცხნივ) და კაპიტანი მირკო პავინატო (მარჯვნივ) მიტროპის თასთან ერთად, 1961 წ.

ეროვნული რედაქტირება

სერია A

  • ჩემპიონი (7):1924/25, 1928/29, 1935/36, 1936/37, 1938/39, 1940/41, 1963/64
  • მე-2 ადგილი (7): 1920/21, 1923/24, 1925/26, 1926/27, 1931/32, 1939/40, 1965/66

იტალიის თასი

  • გამარჯვებული (2): 1969/70, 1973/74

საერთაშორისო რედაქტირება

მიტროპის თასი

  • გამარჯვებული (3): 1932, 1934, 1961

ინტერტოტოს თასი

  • გამარჯვებული (1): 1998

მიმდინარე შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ბრაზილია ჟუნიორ კოსტა
2 მცველი   საბერძნეთი მარიო ოიკონომოუ
4 მცველი   შვედეთი ემილ კრაფტი
5 ნახევარმცველი   ჩილე ერიკ პულგარი
8 ნახევარმცველი   ალჟირი საპირ ტაიდერი
9 თავდამსხმელი   იტალია სიმონე ვერდი
10 თავდამსხმელი   იტალია მატია დესტრო
11 თავდამსხმელი   ჩეხეთი ლადისლავ კრეიჩი
12 ნახევარმცველი   კოლუმბია ხუან მანუელ ვალენია
14 თავდამსხმელი   იტალია ფედერიკო დი ფრანჩესკო
15 მცველი   სენეგალი იბრაჰიმა მბაიე
16 ნახევარმცველი   უნგრეთი ადამ ნადი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი   განა გოდფრედ დონსა
18 მცველი   შვედეთი ფილიპ ჰელანდერი
20 მცველი   იტალია დომენიკო მაიეტა
21 თავდამსხმელი   ხორვატია ბრუნო პეტკოვიჩი
22 ნახევარმცველი   იტალია ლუკა რიძო
25 მცველი   იტალია ადამ მასინა
28 მცველი   იტალია დანიელე გასტალდელო (კაპიტანი)
30 თავდამსხმელი   ნიგერია ორჯი ოკვონკვო
35 მცველი   საბერძნეთი ვასილის ტოროსიდისი
83 მეკარე   იტალია ანტონიო მირანდე
97 მეკარე   სენეგალი მუჰამადუ სარი
98 თავდამსხმელი   იტალია აარონ ტაბაკი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Il Bologna a Mihajlovic“ (Italian). Bologna FC 1909. 3 ნოემბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 September 2009. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Bologna sack Colomba ahead of Inter game“. ESPN Soccernet. 29 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)