ელისო ერისთავი

ქართული მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებ

ელისო ერისთავი (დ. 17 ივნისი, 1948) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

ელისო ერისთავი
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1948(1948-06-17) (75 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და მუსიკალური კრიტიკოსი

1968 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება. 1974 წელს კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის ისტორია და თეორია.

1974-1981 წლებში იყო თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრაზე კონცერტმეისტერი, ატარებდა მუსიკალური ფორმის და ჰარმონიის ლექციებს. 1981-1993 წლებში მუშაობდა თბილისის №16 მუსიკალური სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგად. 1992-2001 წლებში იყო თბილისის ჯაზის აკადემიის („აუდიოვიზუალური სინთეზი“), ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს“ და საავტორო პროგრამა „რა არის პლასტიკის“ გადაცემების წამყვანი და რეჟისორი. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ატარებდა აუდიოვიზუალური ხელოვნების საუნდ დიზაინის მიმართულების ლექციებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მუსიკის როლი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომპოზიციურ სტრუქტურაში“, დაიცვა 1992 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფილმის ხმოვან-ხედვითი სტრუქტურა“, დაიცვა 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება