დევი ჭანკოტაძე (დ. 1 სექტემბერი, 1961, თბილისი)[1]ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2000–2004 წლებში და 2008-2009 წლებში. 2009-2012 წლებში გენშტაბის უფროსი. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

დევი ჭანკოტაძე
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1961 (1961-09-01) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-ის შეიარაღებული ძალები →
საქართველოს დროშა საქართველოს შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა საქართველოს თავდაცვის ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1978-2013
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ჯილდოები

ლეგიონის ღირსების ორდენის კომანდორი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი. 1982-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1991–1992 წლებში იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992–1994 წლებში — ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური, 1994–1995 — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996–1999), არტილერიას (1999-2000). 2000–2004 წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 — სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.[2] ამა წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] თუმცა მაჟორიტარული სიის ოფიციალურ წარდგენაზე ამ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა დასახელდა.[4] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: დევი ჭანკოტაძე. declaration.gov.ge (6 სექტემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს. netgazeti.ge (4 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
  3. ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. netgazeti.ge (20 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
  4. ოლქში, სადაც ჟორჟოლიანი წარადგინეს, დევი ჭანკოტაძე იყო დასახელებული – რა მოხდა?. netgazeti.ge (2020-09-23). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2020.
  5. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.