დართლო — დაცარიელებული სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი).

სოფელი
დართლო

დართლო 2015 წელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ომალო
კოორდინატები 42°26′19″ ჩ. გ. 45°34′58″ ა. გ. / 42.43861° ჩ. გ. 45.58278° ა. გ. / 42.43861; 45.58278
ცენტრის სიმაღლე 2 000
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დართლო — საქართველო
დართლო
დართლო — კახეთის მხარე
დართლო
დართლო — ახმეტის მუნიციპალიტეტი
დართლო

მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო, ისე საჰაერო გზით.

დემოგრაფია რედაქტირება

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 9 ადამიანი, ეროვნებით ქართველები.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. 2000-იან წლებიდან სოფელში გაიხსნა სასტუმროები ტურისტებისათვის.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 9 7 2
2014[1]   0 0 0

კულტურული მემკვიდრეობა რედაქტირება

 

სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი, განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზონტალურ ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა. ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დართლოში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული სოფლის განაპირას მდებარე აკლდამის დასავლეთ კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი ასტრალურ შინაარსს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.

სოფლის ტერიტორიაზე არაერთი არქიტექტურული თუ არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, მათ შორისაა: დართლოს აკლდამები, იახსრის ხატი, იდოიძეების საცხოვრებელი კომპლექსი, დართლოს კოშკი, დართლოს სამაროვანი, დართლოს საქვაბე, დართლოს ციხე-სახლები, დართლოს საბჭეო, მარიამწმინდის სალოცავი, მაღალოელის სალოცავი. სოფლის სამხრეთით დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.

პეტროგლიფები რედაქტირება

დართლოს ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე შემორჩენილია 18-მდე პეტროგლიფი, რომელთა მოძიება და ნახვა შესაძლებელია, სოფლის ცენტრში დამონტაჟებული საინფორმაციო დაფის საშუალებით.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004;
  • სურგულაძე ი., მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები, «ძეგლის მეგობარი», 1966, №7;

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. გოტფრიდ მერცბახერის წიგნიდან „კავკასიის მაღალი რეგიონებიდან“, გამოცემული 1901.