გურამიშვილები

კახეთის თავადური საგვარეულო, ამილახვრების განშტოება.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.

გურამიშვილები — თავადური საგვარეულო კახეთში, ზედგენიძეების ერთ-ერთი განშტოება. დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან, ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო.

გურამიშვილების გერბი

XVIII საუკუნის დასასრულისათვის გურამიშვილების გვარი რამდენიმე განაყოფისაგან შედგებოდა. მათ მამულები უმთავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო. გურამიშვილების საგვარეულოდან გამოვიდა ქართული კულტურის არაერთი მოღვაწე, მ. შ. პოეტები დავით გურამიშვილი და მამუკა გურამიშვილი.

ლიტერატურა რედაქტირება