მამუკა გურამიშვილი

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.

მამუკა გურამიშვილი — XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი პოეტი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ყოფა-ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გადმოცემულია დიმიტრი სააკაძის ლექსებში, მისი თხზულებები კი გიორგი ავალიშვილმა შემოგვინახა.

მამუკა გურამიშვილი
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVIII საუკუნე

ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნიაში). დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის წრესთან და ემიგრანტ მწერლებთან — დიმიტრი სააკაძესთან, დიმიტრი ბაგრატიონთან, დ. გურამიშვილის მიბაძვით გურამიშვილმა შეთხზა ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე". მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;