გუთნეული — ძველ სქართველოში გამართული დიდი გუთანი და მასში შესაბმელი მუშა საქონლის საჭირო რაოდენობა. ზოგჯერ „გუთნეულში" მხოლოდ გამწევი ძალა იგულისხმებოდა.

გუთნეული უმთავრესად ჰყავდათ დიდ, გაუყრელ ოჯახებს, რომელთა რაოდენობა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ძლიერ მცირე იყო. სოფლის კომლების ძირითადი ნაწილი — პატარა ოჯახები — როგორც წესი, ხვნის პერიოდში შრომით გაერთიანებას მიმართავდა — რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს და გარკვეული ხნის განმავლობაში თავიანთ მიწებს რიგრიგობით ხნავდნენ. ყველა სოფელში კომპლექტდებოდა გუთნეულის გარკვეული რაოდენობა (სოფლის კომლების საშუალოდ 10–12%).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩიტაია გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1927, ტ. 4.
  • Геладзе Т. Ш., Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, Тб., 1987.