გოლკონდა (მაგრიტი)

გოლკონდა (ფრანგ. Golconde) — ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ზეთით შესრულებული 1953 წლის ტილო. დღესდღეობით, ის ტეხასში, მენილის მუზეუმშია განთავსებული.

გოლკონდა
Golconde
ავტორი რენე მაგრიტი
წელი 1953
სიმაღლე 81 სმ
სიგანე 100 სმ
ქალაქი ტეხასი, ჰიუსტონი
მუზეუმი მენილის კოლექცია

ნახატზე გამოსახულია წითელსახურავიაში შენობა, ამ უკანასკნელის თავზე არსებული თეთრი ცა და, მაგრიტისთვის დამახასიათებელი აღნაგობის, – პიჯაკსა და ე.წ. ბოულერის ქუდში გამოწყობილი მამაკაცების – მქონე ათობით ადამიანი, რომლებიც ჰაერში, სტატიკურ მდგომარეობაში, არიან განლაგებულნი. ისინი თანაბრად დაშორებულ, ე.წ. სამგანზომილებიან გისოსებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ თავად მაგრიტი მსგავს სუბურბანულ გარემოში ცხოვრობდა და თავადაც მსგავსი ჩაცმულობის აქტიური თაყვანისმცემელი იყო, რაც არაა გასაკვირი თუ გავიხსენებთ მის სხვა, არანაკლებ ცნობილ ტილოებს, მათ შორის – ძე კაცისა.

ერთ-ერთი ყველაზე ფართო ინტერპრეტაციის თანახმად, მაგრიტი ცდილობს ასახოს გარდამავალი კვანძი ინდივიდუალურ და კოლექტიურ ასოციაციებს შორის, და თუ როგორ ბუნდოვანებას იწვევს ეს ადამიანის გონებაში. ნახატზე ასახულ მამაკაცთა შორის ყოველი მათგანი ერთნაირი თვისებების მატარებელია – ერთნაირი ჩაცმულობა, ერთნაირი ქუდი და ერთნაირი, ჰაერში მყოფი კონდიცია. მნახველში მსგავსი ვიზუალიზაცია იწვევს კაცების აღქმას, როგორც ინდივიდთა ჯგუფი. იმავდროულად, თუ ერთ კონკრეტულ მამაკაც დააკვირდება მნახველი, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ის შესაძლოა სრულებით განსხვავდებოდეს დანარჩენებისგან.

მაგრიტის შემოქმედებისთვის დამახასიათებლად, სათაური „გოლკონდა“ მისი მეგობარი სიურრეალისტი პოეტის - ლუი სკუტენირი - გავლენით შეარჩია. გოლკონდა, ესაა ტელანგანას რეგიონში არსებული უძველესი ქალაქი, რომელიც, თავის დროზე, ორი უძველესი იმპერიის ინდუსტრიულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. თავისი არსებობის მანძილზე კი ამ ქალაქმა იმდენად მოიხვეჭა სახელი, როგორც ცენტრი ინდუსტრიულობისა და სიმდიდრისა, რომ, ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის განმარტების თანახმად, გოლკონდა წარმოადგენს „სიმდიდრის მაღაროს“ სინონიმს.

მაგრიტმა გამოიყენა საკუთარი მეგობრის სახეც – ეს უკანასკნელი მან მარჯვენა მხარეს, სახლის წვეროში მყოფ მამაკაცში ასახა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Interview with Charly Herscovici
  • In Rushdie's book, Two Years Eight Months and Twenty-Eight Nights: "In the Menil Collection gallery in Houston, Texas, a shrewd curator named Christof Pantikrator suddenly understood for the first time the prophetic nature of Rene Magritte's masterwork, Golconda, ... ." Page 161–162.
  • The painting also appears on the cover of Randy Katz and Gaetano Borriello's textbook Contemporary Logic Design 2nd Edition.
  • The painting is referenced on the cover of Hirohiko Araki's manga Jojolion.