რენე მაგრიტი

ბელგიელი მხატვარი

რენე მაგრიტი (დ. 21 ნოემბერი, 1898 — გ. 15 აგვისტო, 1967) — ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი.

რენე მაგრიტი
დაიბადა 21 ნოემბერი, 1898(1898-11-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ლესინი[16] [17] [18]
გარდაიცვალა 15 აგვისტო, 1967(1967-08-15)[19] [20] [21] [22] [23] [1] [2] [4] [6] [7] [8] [9] [11] [12] [13] [14] [15] [17](68 წლის)
გარდაცვალების ადგილი Schaerbeek[24]
ჟანრი animal art[17] [25] , ფიგურა[17] [25] , პეიზაჟი[17] [25] , ნიუ[17] [25] , პორტრეტი[17] [25] , cityscape[17] [25] , ნატურმორტი[17] [25] , interior view[25] და სიურრეალიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ შარლერუაში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზე.

ორი წელი მაგრიტმა ისწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც 1918 წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა 1922 წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება 1967 წლამდე.

მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში 1926 წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა „სენტომ“ არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.

1926 წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს „დაკარგული ჟოკეი“, რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. 1927 წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა ანდრე ბრეტონს და შედის მის სიურეალისტურ რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი ფსიქოანალიზთან და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.

გალერეა „სენტოსთან“ კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.

თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.

მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა „სინათლის იმპერია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  2. 2.0 2.1 Nationalencyklopedin — 1999.
  3. Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  6. 6.0 6.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  7. 7.0 7.1 Dictionnaire des WallonsFédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules-Destrée.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. 9.0 9.1 Wijnbeek A. E. Magritte, René(-François-Ghislain) // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T053159
  10. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  15. 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118576208 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 17.8 RKDartists
  18. The Fine Art Archive
  19. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  20. René Magritte
  21. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  22. Encyclopædia Britannica
  23. SNAC — 2010.
  24. http://www.magrittemuseum.be/index.php/en/museum-2/history/
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 25.7 https://rkd.nl/explore/artists/51983