გიორგი ნანეიშვილი

ექიმი, მეცნიერი

გიორგი ნანეიშვილი (დ. 25 ივლისი, 1953, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გიორგი ნანეიშვილი
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1953(1953-07-25) (70 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი,

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1994 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 218
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 6, თბ., 2003, გვ. 80

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება