ბურგოსი (პანგასინანი)
ბურგოსი (ოფიციალურად ბურგოსის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Burgos; ტაგ: Bayan ng Burgos) ― მეოთხე კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 21 637 ადამიანს შეადგენს.
ბურგოსი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
კოორდინატები | 16°02′47″ ჩ. გ. 119°51′24″ ა. გ. / 16.0464694° ჩ. გ. 119.8567806° ა. გ. | |
დაარსდა | 15 მაისი, 1830 | |
ფართობი | 131.32 კმ² | |
მოსახლეობა | 23 749 (1 მაისი, 2020)[1] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 75 | |
საფოსტო ინდექსი | 2410 | |
| ||
გეოგრაფია რედაქტირება
ბურგოსი პანგასინანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში, სამბალესის მთების საზღვარზე, ფართო პლატოზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით მაბინი მდებარეობს, ჩრდილოეთით - აგნო, სამხრეთით - დასოლი, ხოლო დასავლეთით - სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ბურგოსი ლინგაიენიდან დაახლოებით 65 კმ-ითაა დაშორებული. მუნიციპალიტეტში ლუსონის უკიდურესი დასავლეთი წერტილი მდებარეობს.
ბარანგაები რედაქტირება
ბურგოსი პოლიტიკურად 14 ბარანგაიდ იყოფა.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: