ტაგალური ენა — იგივე ტაგალოგი, ტაგალების ენა. მიეკუთვნება ავსტრონეზიული ოჯახის ინდონეზიურ ჯგუფს .

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >17 მლნ
  • ენის კოდი: tl
  • სახელწოდება: tl - Filipino, Pilipino, Tagalog; en - Tagalog; eo - Filipina, Tagaloga
  • დამწერლობა: ლათინური
ტაგალური ენა
Tagalog
გავრცელებულია ფილიპინების დროშა ფილიპინები
მოლაპარაკეთა რაოდენობა 23.9 მლნ.
ლინგვისტური კლასიფიკაცია ავსტრონეზიული ოჯახი

მალაიურ-პოლინეზიური ენები

ფილიპინური ენები
ცენტრალურ-ფილიპინური ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური
რუკა
ტაგალური ენის გავრცელების რუკა ფილიპინებზე
ტაგალური ენის გავრცელების რუკა ფილიპინებზე

ტაგალური ენის გავრცელების რუკა ფილიპინებზე

ტაგალური ენა კოლონიამდელ პერიოდში ასრულებდა ტომთაშორისი, შემდეგ ერთაშორისი ურთიერთობის ენის ფუნქციას, ესპანურ-ამერიკული 400-წლიანი კოლონიზაციის პერიოდში გამოიყენებოდა ესპანურ და ინგლისურ ენებთან ერთად. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მან საერთოეროვნული როლი მიიღო და 1959 წელს ეწოდა ფილიპინური ენა (პილიპინო). 1973 წლიდან ფილიპინების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა (ინგლისურთან ერთად).

სტატუსი რედაქტირება

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

ენის გავრცელების არეალი თავდაპირველად იყო კუნძულ ლუსონის ცენტრალური და სამხრეთი რაიონები, შემდეგ იგი გავრცელდა სხვა კუნძულებზეც. ენის ტერიტორიული დიალექტები ძირითადად ემთხვევა ტაგალების განსახლებას პროვინციების მიხედვით.

ლექსიკა რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Halo; Mabuhay; Kumust?
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Mabuhay; Tuloy po kayo
  • გმადლობთ - Salamat; Maraming salamat
  • კი / არა - Opo / Hindi po
  • გეთაყვა - Paki; Pakikuha; Pakikunin
  • ნახვამდის - Adyos po; Paalom na po

რიცხვები

  • 1 - isá, 2 - dalawá, 3 - tatló, 4 - ápat, 5 - limხ, 6 - ánim, 7 - pitó, 8 - waló, 9 - siyám, 10 - sampû