ბრანისლავ პეტრონიჟევიჩი

ბრანისლავ პეტრონიჟევიჩი ( სწორი გამოთქმა პეტრონიევიჩი ( სერბ. Бранислав Петронијевић ) (დ. 25 მარტი / 6 აპრილი, 1875, სოვლიაკი უბის თემის მახლობლად, სერბეთის სამთავრო — გ. 4 მარტი, 1954, ბელგრადი, SFRY ) — სერბი და იუგოსლავიელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი (1898), ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი (1903). სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი (1920 წლიდან). იუგოსლავიური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. შესულია " 100 ყველაზე ცნობილ სერბთა " ჩამონათვალში.[1]

ბრანისლავ პეტრონიჟევიჩი
დაბადების თარიღი 6 აპრილი 1875
სოვლიაკი უბის თემის მახლობლად, სერბეთის სამთავრო
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი 1954 (78 წლის)
ბელგრადი
მოქალაქეობა სერბეთის დროშა სერბეთი
საქმიანობა ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის ლექტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრანისლავ პეტრონიევიჩი დაიბადა 1875 წლის 6 აპრილს (25 მარტი) სერბეთის ქალაქ უბასთან, პატარა სოფელ სოვლიაკში, თეოლოგ მარკო იერემიჩის ოჯახში. გვარი პეტრონიევიჩი მომდინარეობს ბრანისლავის ბაბუისგან, პეტრონი იერემიჩისგან, რომელიც ადგილობრივი ეკლესიის მსახური იყო. ვინაიდან იერემიჩების ოჯახი დევნილი კარაგეორგევიჩების დინასტიის მხურვალე მხარდამჭერი იყო, სკოლაში ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, მამამ ვაჟს გვარი შეუცვალა. ბრანისლავმა საწყისი განათლება ვალევოს გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ სწავლა ბელგრადის უმაღლეს სკოლაში გააგრძელა. 1894 წლიდან სწავლობდა მედიცინას ვენის უნივერსიტეტში. შეუერთდა უნივერსიტეტის ფილოსოფიურ საზოგადოებას. ესწრებოდა ლუდვიგ ბოლცმანის ლექციებს.

სამი წლის შემდეგ გადავიდა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიას იოჰანეს ვოლკელტის, ვილჰელმ ოსტვალდის და ერნსტ მახის ხელმძღვანელობით. 1898 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია Der Satz vom Grunde ( „გონების პრინციპი“).[2]

გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საკითხებზე. მან შექმნა ორიგინალური სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მეტაფიზიკის გარდა, განიხილა ცოდნის თეორია და ბუნების ფილოსოფია. შეიმუშავა მეტაფიზიკური თეორია, რომელსაც მან უწოდა მონოპლურალიზმი, შეადარა ის სპინოზას, ლაიბნიცის და ჯორჯ ბერკლის თეორიებს და დაუკავშირა იგი „დისკრეტული გეომეტრიის “ საკუთარ ვერსიას, მისი შემეცნების „ემპირიორაციონალისტურ თეორიას და ბუნების ევოლუციურ ფილოსოფიას.

ბრანისლავ პეტრონევიჩი წერდა გერმანულ და ფრანგულ ენებზე. მისი ძირითადი ნაშრომებია: „მეტაფიზიკის პრინციპები “ (ორი ტომი), „თანამედროვე ფილოსოფიის ისტორია“, „საყოველთაო ევოლუცია “, „სტატიები და კვლევები “ (ოთხი ტომი), „ემპირიული ფსიქოლოგია “, „სიცოცხლის ღირებულების შესახებ “(ავტობიოგრაფიასთან ერთად გამოქვეყნდა მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ).[3]

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკის ლოგიკურ საფუძვლებში. მისი ყველაზე გამორჩეული ნაშრომები ეხება ტიპიურ გეომეტრიას, სივრცის უსასრულობის პრობლემას, სამი სხეულის პრობლემას, სხვაობის კოეფიციენტებს და მათემატიკურ ინდუქციას. ფსიქოლოგიის სფეროში მან შეიმუშავა გამჭვირვალობაზე დაკვირვების, სიღრმისა და რთული ფერების დაკვირვების თეორიები.[4]

1906 წლის თებერვლიდან იყო სერბეთის სამეფო მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ომის კორესპონდენტი. ომის შემდეგ გახდა ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბელგრადის უნივერსიტეტში. 1932-1933 წლებში მუშაობდა სერბეთის სამეფო აკადემიის მდივნად. 1938 წელს დააარსა სერბეთის ფილოსოფიური საზოგადოება.[5]

1941 და 1947 წლებში იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში .[6][7]

 
ბრანისლავ პეტრონიზევიჩის ბიუსტი უბეში

რჩეული ნაშრომები რედაქტირება

  • Спиритизам. Београд, 1900. стр. 74
  • Фридрих Ниче. Н. Сад, 1902. стр. 99
  • О слободи воље, моралној и кривичној одговорности. Београд, 1906. стр. 178+1
  • Едуард Хартман. Живот и филозофија. Београд, 1907. стр. 43
  • Филозофија у «Горском Вијенцу» Н. Сад, 1908. стр. 60
  • Основи емпириске психологије. Београд, 1910. стр. 318
  • Чланци и студије. Књ. I—III. Београд, 1913-22.
  • Шопенхауер, Ниче и Спенсер. Београд, 1922. стр. 316
  • Историја новије филозофије. I део од Ренесансе до Канта. Београд, 1922. стр. 389
  • Основи емпириске психологије. II изд. Књ. I—III. Београд, 1923-6. стр. 12+172
  • Основи теорије сазнања са 19 сл. у тексту. Београд, 1923. стр. 187
  • Хегел и Хартман. Београд, 1924. стр. 151
  • Чланци и студије. Нова серија. Београд, 1932. стр. 1932
  • Принципи метафизике — I, II, Београд, 1998.

სქოლიო რედაქტირება

  1. Tischlinger, H. & D. M. Unwin 2004. UV-Untersuchungen des Berliner Exemplares von Archaeopteryx lithographica H. v. Meyer 1861 und der isolierten Archaeopteryx-Feder. Archaeopteryx 22: 17-50; Eichstätt.
  2. A. Stojković, M. Prvаnović, A. Grubić, Život i delo srpskih nаučnikа, Book 8, ed. Miloje R. Sаrić, Beograd : SANU, 2002, pp. 213–260, ISBN 86-7025-231-7
  3. Petronijević, Branislav (1957). Mišković, Vojislav M. (ed.). Branislav Petronijević 1875-1954. Belgrade: Naučno delo.
  4. Lazović, Živan; Pavković, Aleksandar (1998). 'Academic philosophy before the Second World War In: South Slavs, philosophy of' In: Routledge Encyclopedia of Philosophy. London: Taylor & Francis. ISBN 0415187125. Retrieved 20 February 2019.
  5. Cekić, Miodrag (1980). "Die Wissenschaft und Philosophie von Branislav Petronijević". Zeitschrift für Philosophische
  6. Popović, Nikola (15 July 1943). "Rad Univerziteta u toku prošle godine". Obnova.
  7. Child, James Mark (1922). A Theory of Natural Philosophy. Chicago, London: Open Court Publishing Company. p. 11.