ბოსლების სამების ეკლესია

ბოსლების სამების ეკლესიაXII-XIII საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში, მდებარეობს სოფლის ბოლოს - კაკლიანსა და ბოსლებს შორის, პატარა გორაკის ფერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის კედლები ფაქტობრივად გაძარცვულია და პერანგშემოცლილია, ძეგლი მაინც ინარჩუნებს ძველი დიდების კვალს – ალაგ-ალაგ შემორჩენილია ჩუქურთმები სარკმლების გარშემო, შესასვლელი თაღების ფრაგმენტები, ცრუ ნიშების დეკორატიული მოჩარჩოება. ჩუქურთმები უმაღლესი დონის ოსტატობითაა შესრულებული. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები, დახვეწილი, მკაფიო სილუეტით, რაც მშენებელთა მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს. თავის დროზე სამების ეკლესია დიდი ზომის დარბაზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო; ნაგებია კარგად გათლილი სწორხაზოვანი ფერადი ქვებით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8084

სქოლიო რედაქტირება