ბენიამინ კისილევსკი

საბჭოთა და რუსი მწერალი და პროზაიკოსი

ბენიამინ კისილევსკი (რუს. Вениамин Ефимович Кисилевский; დ. 15 ნოემბერი, 1940, კიევი, უსსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი მწერალი და პროზაიკოსი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1991).

ბენიამინ კისილევსკი
სრული სახელი ბენიამინ ეფიმის ძე კისილევსკი
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1940
დაბადების ადგილი კიევი, უსსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ენა რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ალმა-მატერი დანილ გალიცკის სახელობის ლვოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია რედაქტირება

ბენიამინ კისილევსკი 1940 წლის 15 ნოემბერს ქალაქ კიევში დაიბადა. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ გერმანელების მიერ ქალაქის დაკავებისას, მისი დედა პოლინა კისილევსკაია (1905—2000) პატარა ბენიამინთან და მის უფროს ძმა მიშასთან ერთად ქალაქიდან გაიქცა. მამა, ეფიმ კისილევსკი კი დაიღუპა. ომის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ლვოვში გადავიდა. პატარა ბენიამინმა ლექსების წერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. 11 წლის ასაკში მისი პირველი ლექსი „Пионерская правда“-ში (ქართ. პიონერული სიმართლე) გამოქვეყნდა.

დაამთავრა ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. განაწილებით სამუშაოდ კრასნოიარსკის მხარეში მოხვდა, სადაც ქირურგის საექიმო პრაქტიკა ქალაქ ილანსკში დაიწყო. მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის მთავარ ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგად, სისხლის გასახმის სადგური მთავარ ექიმად ილანსკში, კრასნოიარსკსა და დონის როსტოვში. მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთს უთავსებდა ექიმის საქმიანობასა და შემოქმედებით ცხოვრებას.

ამჟამად ცხოვრობს ქალაქ დონის როსტოვში, წერს ნაწარმოებებს ბავშვებისა და უფროსებისათვის.

მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა მოსკოვის, დონის როსტოვის, ვორონეჟის, ელისტის, აშშ-სა და კანადის წიგნებში, ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებში.

ჯილდოები და წოდებები რედაქტირება

  • უმაღლესიკატეგორიის ექიმი, ჯანდაცვის წარჩინებული, სსრკ-ის საპატიო რკინიგზელი, სსრკ-სა და რუსეთის საპატიო დონორი.
  • პიროგოვის სახელობის მედალი — „სამამულო ჯანდაცვის წინაშე დამსახურებისათვის“.
  • ეროვნული საბავშვო ლიტერატურული პრემიის „Заветная мечта“ (ქართ. სანუკვარი ოცნება) ლაურეატი.
  • წლის ადამიანი ნომინაციაში „მწერალი“ (2008).

შემოქმედება რედაქტირება

ცალკეულ წიგნებად გამოცემული ბენიამინ კისილევსკის ნაწარმოებები:

საბავშვო წიგნები რედაქტირება

  • Седьмой канал. - Ростов н/Д: Ростиздат, 1984.
  • Чудики. - Ростов н/Д: Ростиздат, 1986.
  • Котята. — Ростов н/Д: Ростиздат, 1988.
  • Ксюша и два Лёши. - Ростов н/Д: Ростиздат, 2003.
  • Перестройка. - изд. Новая книга, 2007.
  • Настя Колобкова- изд. Новая книга, 2008.
  • Воный год. - изд. Нюанс, 2010.
  • Сказки нашего двора, - изд. РОДТ, 2016.
  • Приключения ёжика Тошки.- изд. Союз писателей, 2017.

რომანები და თხზულებები რედაქტირება

  • Лампа А. Ладина. Шея. - Ростов н/Д, Элиста: Апрель. 1989.
  • Кольцо. — Ростов н/Д, Элиста: Теегин герл. 1989.
  • Ничьей быть не может. — Ростов н/Д: Москва, Физкультура и спорт, 1992.
  • Жена. По кругу. — Ростов н/Д: Мапрекон,
  • Заложники. - Ростов н/Д: Проф-Пресс, 1997.
  • Наваждение. - Ростов н/Д: Донской издательский дом, 2000.
  • Ангел. — Ростов н/Д: Новая книга, 2004.
  • Синдром. - Новая книга, 2009.
  • Антидекамерон - Старые русские, 2011.
  • Три дня Закона. - Старые русские, 2012.

მოთხრობათა კრებულები რედაქტირება

  • Моя рожа. — Ростов н/Д: Танаис, 1997.
  • Тринадцать рассказов. - Ростов н/Д: Ростиздат, 2003.
  • Обретение. - Ростов н/Д: Новая книга, 2005.
  • Признание. - Нюанс, 2010.

ინტერნეტ-რესურსები რედაქტირება