ბანი (ოფიციალურად ბანის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Bani; ტაგ: Bayan ng Bani) ― მეორე კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 50 306 ადამიანს შეადგენს.

ბანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°11′12″ ჩ. გ. 119°51′33″ ა. გ. / 16.1869389° ჩ. გ. 119.8591694° ა. გ. / 16.1869389; 119.8591694
დაარსდა 1769
ფართობი 179.65 კმ²
მოსახლეობა 52 603 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2407
ოფიციალური საიტი http://www.bani.gov.ph/
300
300

ისტორია რედაქტირება

ბანი 1769 წლის 18 მარტს დაარსდა. 1903 წლის 21 ნოემბერს იგი ალამინოსთან, ბოლინაოსთან, ინფანტასა და სან-ისიდრო-დელ-პოტოტთან ერთად პანგასინანის შემადგენლობაში შევიდა.[2] 1918 წელს ალამინოსსა და ბანის შორის გზის გაყვანა დაიწყეს. სამხედრო მდგომარეობის დროს ბანის მერი ლიბერალური პარტიის წევრი მარსელო ნავარო იყო.

გეოგრაფია რედაქტირება

ბანი ტამბაკის ყურიდან დასავლეთ ფილიპინის ზღვამდე, ალამინოსიდან ბოლინაომდეა გადაჭიმული.[3] მუნიციპალიტეტის ფართობი 19 243.6075 ჰექტარია.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება