ბადრი ნანეტაშვილი

1964 Engineer, Politician, Journalist.; born 18 June, 1964

ბადრი ნანეტაშვილი (დ. 18 ივნისი, 1964) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

ბადრი ნანეტაშვილი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1964 (1964-06-18) (59 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა შრომის წითწელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1989) და თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1996). 1989–1990 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1990–1992 წლებში იყო ფირმა „სინემას“ დირექტორის მოადგილე. 1992–1994 წლებში ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა „სინემას“ დირექტორი. 1994–2003 წლებში ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი. 2003–2004 წლებში მუშაობდა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ (გორში). 2004-2006 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006–2008 წლებში მუშაობდა შპს „თრიალეთი+“-ის გენერალურ დირექტორად. 2008–2010 წლებში იყო შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე. 2008–2010 წლებში შპს ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2010–2017 წლებში შპს „ინვესტმედიას“ დირექტორი. 2017–2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2018–2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლის მარტიდან არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.[1]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება