ახშნის ელიას ეკლესია

ახშნის ელიას ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის სამხრეთით სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ახშნის ელიას ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესია დარბაზულია (9,6X6,3 მ), კედლების ქვედა ნაწილი ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. ზედა ნაწილები კი აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით. შესასვლელი ორი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ნალისებრიაფსიდის ღერძზე სარკმელია, ასეთივე სარკმელია შენობის სამხრეთის და ცრდილოეთის კედელშიც. საკურთხეველი ხის კანკელითაა გამოყოფილი. ნავის იატაკზე დაგებულია კვადრატული აგური. ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული.

აღმოსავლეთისა და დსავლეთის ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია. ეკლესიას აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.