ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსი)
ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსი - (ბერძ. ῾Ο Μακαριώτατος ᾿Αρχιεπίσκοπος Νέας ᾿Ιουστινιανῆς καί πάσης Κύπρου) — კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ოფიციალური ტიტული. 431 წლიდან ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესია და მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიქში ეკლესია იმყოფება მეათე ადგილზე ბულგარეთის და ელადის ეკლესიებს შორის. ამჟამად ეკლესიის არქიეპისკოპოსია ქრიზოსტომოს II.