კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძ. Εκκλησία της Κύπρου) — ერთ–ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმოსავლეთში, უკავია მე–10 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძ. Εκκλησία της Κύπρου


კვიპროსის ეკლესიის ლოგო

ინფორმაცია
დამაარსებელი

მოციქული ბარნაბა

ავტოკეფალია

431

ადგილი დიპტიქში

მე-10

წინამძღვარი

ქრიზოსტომოს II

რეზიდენცია

ნიქოზია, კვიპროსი

არეალი

კვიპროსი

საეკლესიო ენა

ბერძნული

მრევლი

700,000

ისტორია რედაქტირება

გადმოცემით დააარსა მოციქულმა ბარნაბამ 47 წელს. თავდაპირველად იყო ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია. 431 წლიდან კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოა. VI საუკუნეში მოექცა არაბთა უღლის ქვეშ, რომლისგანაც მხოლოდ 965 წელს გათავისუფლდა. 1191 წელს კუნძული კვიპროსი დაიპყრეს ჯვაროსნებმა, 1489–1571 წწ. ეკუთვნოდა ვენეციას, 1571 წლიდან – თურქებს, ხოლო 1878 წლიდან – ინგლისელებს. 1960 წელს კვიპროსმა გახდა დამოუკიდებელი და გამოცხადდა რესპუბლიკური მმართველობა. პირველი პრეზიდენტი გახდა არქიეპისკოპოსი მაკარიოსი (1960–1977). 1974 წელს თურქეთის მიერ ოკუპირებულ იქნა კუნძულის ტერიტორიის 35%. სადაც მიმდინარეობს ქრისტიანული ტაძრებისა და სიწმინდეების განადგურება. სულ ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს 514 ეკლესია, სამლოცველო და მონასტერი.

თანამედროვეობა რედაქტირება

ამჟამად კვიპროსის ეკლესია შედგება ერთი საარქიეპისკოპოსოსა და 5 ეპარქიისაგან, აქვს 500 მეტი ეკლესია და 9 მონასტერი. 2006 წლის 5 ნოემბრიდან ეკლესიის სათავეშია არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II, იგი აირჩიეს მას შემდეგ, რაც სპეციალურმა „უხუცესთა საბჭომ“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ხელმძღვანელობით 2006 წლის მაისში „საპატიო დათხოვნაში“ გაუშვა მისი წინამორბედი ქრიზოსტომოს I. მმართველობის უმაღლესი ორგანოა – წმინდა სინოდი, რომელიც შედგება არქიეპისკოპოსისგან, პაფოსის, ლარნაკის, კირენიის, ლიმასოლის და მორფუს ეპისკოპოსებისაგან. კირენიისა და მორფუს ეპისკოპოსები კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაციის გამო დროებით იმყოფებიან ნიქოზიაში. ეკლესია აქტიურადაა ჩართული ტურისტულ ბიზნესში და ხელს უწყობს ქვეყანაში მის განვითარებას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება